აპელაცია

აპელაცია (ინგლ. appeal, ლათ. appellatio — მიმართვა, მოწოდება) — პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში, რომელსაც აქვს უფლება არსებითად გადასინჯოს საქმე და გამოიტანოს თავისი გადაწყვეტილება. საქართველოში სააპელაციო სასამართლოებში (თბილისი, ქუთაისი), აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში მოქმედებს სააპელაციო პალატები, რომლებიც სააპელაციო წესით განიხილავენ საქალაქო/რაიონული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საჩივრებს.

სქოლიო