ბულგარეთის იმპერია ц︢рьство бл︢гарское | |||||||||
| |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||
ბულგარეთის პირველი იმპერია სიმეონ I-ის დროს, X საუკუნე. | |||||||||
დედაქალაქი | პლისკა (681–893) პრესლავი (893–972) სკოპიე (972–992) ოჰრიდი (992–1018) ველიკო-ტირნოვო (1185–1393) ვოდინი და ნიკოპოლი (1393–1396/1422) | ||||||||
ენა | პროტობულგარული, ბერძნული(681–893) ძველი საეკლესიო სლავური (893–1018) საშუალო ბულგარული (1185-1396/1422) | ||||||||
რელიგია | ტენგრიანობა, სლავური მითოლოგია (681–864) მართლმადიდებლობა (864–1204) კათოლიციზმი (1204–1235) მართლმადიდებლობა (1235–1396/1422) | ||||||||
ფართობი | IX საუკუნე - 575,000 კმ² X საუკუნე - 753,000 კმ² | ||||||||
მოსახლეობა | IX საუკუნეში დაახლოებით 4,000,000. | ||||||||
მმართველობის ფორმა | ავტოკრატია | ||||||||
მონარქი | |||||||||
- 681–700 | ასპარუხი (პირველი) | ||||||||
- 1396-1422 | კონსტანტინე II (ბოლო) | ||||||||
ისტორია | |||||||||
- ბულგარების შემოჭრა ბალკანეთში | 681 | ||||||||
- გაქრისტიანება | 864 | ||||||||
- ბიზანტიის მიერ დაპყრობა | 1018 | ||||||||
- ასენის და პეტერის აჯანყება | 1185 | ||||||||
- ოსმალების მიერ ბულგარეთის დაპყრობა | 1396 | ||||||||
ბულგარეთის იმპერია (ბულგ. Българско царство, ბალგარსკო ცარსტვო) — შუა საუკუნეების ევროპაში ბულგარეთის როგორც იმპერიის როლი განისაზღვრება მის მიერ ბიზანტიის იმპერიასთან აღმოსავლეთში პირველობისთვის გაწეული პაექრობის გამო. ბულგარეთის იმპერია არსებობდა ორ სხვადასხვა პერიოდში: VII-XI და XII-XIV საუკუნებბში. ორივე ბულგარული იმპერია განიხილება როგორც ერთი სახელმწიფო, რომელმაც შეძლო ბიზანტიისგან განთავისუფლება და საკუთარ ტერიტორიებზე მმართველობის აღდგენა.
ბულგარეთის პირველი იმპერია ჩამოყალიბდა დუნაის ქვედა წელის როგორც ჩრდილო ასევე სამხრეთ სანაპიროზე და არსებობდა 681-1018 წლებში. მან თავის ტერიტორიულ და კულტურული განვითარების წერტილს IX საუკუნეში მიაღწია. ბულგარეთი ხანგრძლივი ომის შემდეგ ბიზანტიის იმპერიამ 1018 წელს დაიმორჩილა.
1185 წელს, ბიზანტიის წინააღმდეგ ბულგარელი დიდებულების ასენის და პეტერის წარმატებული აჯანყების შემდეგ შეიქმნა ბულგარეთის მეორე იმპერია და იარსება XIV საუკუნეში ოსმალების მიერ ბალკანეთის დაპყრობამდე.