ვენის კონგრესი — ევროპის სახელმწიფოთა წარმომადგენლების კონფერენცია რომელიც ჩატარდა ავსტრიის იმპერიის დედაქალაქ ვენაში1814 წლის სექტემბრიდან – 1815 წლის ივნისის ჩათვლით. მისი მიზანი იყო საფრანგეთის რევოლუციისა და ნაპოლეონის ომების შედეგად წარმოქმნილი პრობლემების გაანალიზება და გადაწყვეტა. ნაპოლეონზე გამარჯვებულ ქვეყნებს: რუსეთს, დიდ ბრიტანეთს, პრუსიასა და ავსტრიას მიღწეული შედეგების ხელშეკრულებებში ასახვა და საერთაშორისო ურთიერთობების ახალ წესებზე შეთანხმება სურდათ. მათთვის ასევე მნიშვნელოვანი იყო საფრანგეთის რევოლუციის, როგორც მონარქიის დამხობის პრეცედენტის, შედეგების აღმოფხვრა. ამიტომაც აღადგინეს ბურბონთა დინასტია. მონაწილეთა საერთო მიზანს ევროპაში აბსოლუტიზმის გაძლიერება წარმოადგენდა.
მიმდინარეობა
საერთო მიზნების გარდა მონაწილეებს ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერესებიც ჰქონდათ ამიტომაც შეხვედრები მიმდინარეობდა ფარული ინტრიგების ფონზე. კონგრესს ავსტრიელი დიპლომატი, გრაფი მეტერნიხი ხელმძღვანელობდა. საფრანგეთს ტალეირანი წარმოადგენდა. რუსულ დელეგაციაში იყო იმპერატორი ალექსანდრე I. კონფერეციაში ასევე მონაწილეობდნენ; ესპანეთი, პორტუგალია, შვედეთი. ასევე: დანია, შვეიცარია, რომის პაპის წარმომადგენელი და ბავარია.
გადაწყვეტილება
დასკვნით აქტს, ხელი მოეწერა 1815 წლის 9 ივნისს. მის დებულებებში შედის:
Ferraro, Guglielmo. The Reconstruction of Europe; Talleyrand and the Congress of Vienna, 1814–1815 (1941)
Gulick, E. V. "The final coalition and the Congress of Vienna, 1813-15" in C. W. Crawley, ed., The New Cambridge Modern History, vol 9, 1793-1830 (1965) pp 639–67.