მშობ. სახელი: ესტ. Vormsi | |
---|---|
კუნძულ ვორმსის რუკა | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | ბალტიის ზღვა |
კოორდინატები | 59°00′00″ ჩ. გ. 23°13′00″ ა. გ. / 59.00000° ჩ. გ. 23.21667° ა. გ. |
არქიპელაგი | მოონზუნდის არქიპელაგი |
ფართობი | 93 კმ² |
უმაღლესი წერტილი | 10 მ |
მაზრა | ლიაენემაა |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 350 კაცი (2004) |
სიმჭიდროვე | 3,763 კაცი /კმ² |
ვორმსი (ესტ. Vormsi, გერმ. Worms, შვედ. Ormsö) — ესტონეთის სიდიდით მეოთხე კუნძული, მდებარეობს ჰიიუმაასა და მატერიკს შორის. მისი ფართობი შეადგენს 92 კმ²-ს. ის არის სასოფლო მუნიციპალიტეტ - ვორმსის ნაწილი.
ვორმსის, როგორც დასახლებული კუნძულის, ისტორია XIII საუკუნიდან იწყება. მის მოსახლეობას ისტორიის მანძილზე ძირითადად ესტონელი შვედები შეადგენდნენ (ესტ. rannarootslased, ინგლ. coastal Swedes). მეორე მსოფლიო ომამდე მისი მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 3000-ს. ომის პერიოდში მისი მოსახლეობის უმეტესობა, ისევე როგორც ესტონეთში მცხოვრები სხვა შვედები გადავიდნენ შვედეთში. კუნძულის დღევანდელი მოსახლეობის რაოდენობა დაახლოებით შეადგენს 340-ს.