თურქული ლირა თურქ. Türk lirası | |||
---|---|---|---|
| |||
კოდი ISO 4217 | TRY | ||
ქვეყანა | თურქეთი | ||
ოფიციალური მომხმარებლები |
თურქეთი | ||
არაოფიციალური მომხმარებლები |
ჩრდილოეთი კვიპროსი | ||
შედგება | 100 ქურუშისგან | ||
სიმბოლო | ₺ | ||
მონეტები | 5ქრ, 10ქრ, 25ქრ, 50ქრ, ₺1 | ||
ბანკნოტები | ₺5, ₺10, ₺20, ₺50, ₺100, ₺200 | ||
ცენტრალური ბანკი | თურქეთის ცენტრალური ბანკი | ||
საიტი | |||
ფულის ბეჭდვა | თურქეთის სახელმწიფო ზარაფხანა | ||
საიტი | www.darphane.gov.tr |
თურქული ლირა (თურქ. Türk lirası; TRY; TL) — თურქეთის და ჩრდილოეთი კვიპროსის დე-ფაქტო დამოუკიდებელი სახელმწიფოს ვალუტა. ლირა იყოფა 100 ქურუშად.
ლირა დაკავშირებულია ევროპის და ახლო აღმოსავლეთის სხვა ვალუტებთან, რომელსაც აქვს თავისი ფესვები, მოყოლებული უძველესი რომაული წონის ერთეულიდან, ცნობილი როგორც „libra“, რომელიც შეეხებოდა ტროის ფუნტის ვერცხლს. რომაული ლიბრა მიიღეს ვალუტად და გავრცელდა ის მთელ ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში, სადაც იგი გამოიყენებოდა შუა საუკუნეების განმავლობაში. თურქული ლირა, ფრანგული ლივრე (2002 წლამდე), იტალიური ლირა (2002 წლამდე) და ბრიტანული გირვანქა (ნათარგმნი რომაული ლიბრიდან), არიან უძველესი ვალუტის თანამედროვე შთამომავლები.
ოსმალური ლირა დაინერგა, როგორც ძირითადი ერთეული 1844 წელს, ყოფილ ვალუტასთან ქურუშთან ერთად. ოსმალური ლირა მიმოქცევაში დარჩა 1927 წლის ბოლომდე.
ისტორიული მეორე, მესამე და მეოთხე გამოცემის ბანკნოტების ავრსზე, ასახულია ისმეთ ინენიუს პორტრეტი. ეს ცვლილება გაკეთდა 1926 წლის 12 იანვრის შესაბამისად, როდესაც საკითხი ოფიციალურ გაზეთში დაიბეჭდა და გაუქმდა დემოკრატიული პარტიის მიერ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
|
|