პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
დაბადების თარიღი | 19 თებერვალი, 1979 | ||
დაბადების ადგილი | სტრუგა, იუგოსლავიის სფრ | ||
სიმაღლე | 1.80 მ | ||
სათამაშო პოზიცია | მცველი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1997 | მაკედონია | ||
1997—1998 | კარაორმანი | ||
1998—1999 | ნაპრედოკი | ||
1999—2001 | სილეკსი | 34 | (0) |
2001—2004 | სპარტაკი მოსკოვი | 85 | (0) |
2005 | მეტალურგი ზაპოროჟიე | 12 | (0) |
2006 | ბეითარ იერუსალიმი | 10 | (1) |
2006—2010 | ენერგი კოტბუსი | 69 | (0) |
2009 | → ბეერსხოტი | 16 | (0) |
2010 | ცსკა სოფია | 4 | (0) |
2010—2014 | ნეფთჩი ბაქო | 101 | (1) |
ეროვნული ნაკრები | |||
2001-2011 | მაკედონია | 70 | (1) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
იგორ მიტრესკი (მაკედ. Игор Митрески; დ. 19 თებერვალი, 1979, სტრუგა, იუგოსლავიის სფრ) — ყოფილი მაკედონელი ფეხბურთელი, რომელიც თამაშობდა მცველის პოზიციაზე.
პროფესიოული კარიერა დაიწყო კლუბ „მაკედონიაში“ 1997 წელს. 1997–2001 წლებში ასპარეზობდა მაკედონიის სხვადასხვა კლუბებში. 2001 წელს გადავიდა მოსკოვის „სპარტაკში“ სადაც 117 მატჩი ჩაატარა. 2005 წელს შეუერთდა ზაპოროჟიეს „მეტალურგს“, სადაც მხოლოდ და მხოლოდ 12 მატჩში მიიღო ნონაწილეობა. 2006 წელს თამაშობდა იერუსალიმის „ბეითარში“, ხოლო ამავე წელს კონტრაქტი გააფორმა გერმანულ კლუბ „ენერგიში“, სადაც 2010 წლამდე დაჰყო. 2010-2014 წლებში თამაშობდა ბაქოს „ნეფთჩიში“. აქვე დაასრულა საფეხბურთო კარიერა.
მიტრესკის დებიუტი მაკედონიის ეროვნულ ნაკრებში შედგა 2001 წელს ჩეხეთის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში. ნაკრებში ყოფნისას მონაწილეობა მიიღო 70 ოფიციალურ მატჩში და გაიტანა 1 გოლი.