კულონი

კულონი
სტანდარტი: SI სისტემის წარმოებული ერთეული
სიდიდე: ელექტრული მუხტი
სიმბოლო (ქართ): კულ
სიმბოლო (საერთ): C
ეპონიმი: შარლ ოგიუსტენ კულონის
ეკვივალენტები:
SI სისტემის საბაზისო ერთ. 1 წმ
გაუსის ერთეულებში 2.997924580 1010 სტატკ
ბუნებრივ ერთეულებში 6.242 1018 e

კულონი (აღნიშვნა: კულ, C) — ელექტრული მუხტის საზომი (წარმოებული) ერთეული ერთეულთა საერთაშორისო სისტემაში. მას სახელი ეწოდა ფრანგი ფიზიკოსის შარლ ოგიუსტენ კულონის პატივსაცემად.

განმარტება

ერთი კულონი არის ელექტრული მუხტის ის რაოდენობა, რომელსაც გადაიტანს ერთი წამის განმავლობაში ერთი ამპერი მუდმივი ელექტრული დენი.

1 კულ = 1 ა x 1 წმ

ერთი კულონი არის აგრეთვე ელექტრული მუხტის ის რაოდენობა, რომელიც არის მოთავსებული ერთი ფარადი ტევადობის მქონე სხეულზე როდესაც პოტენციალთა სხვაობა 1 ვოლტის ტოლია.

1 კულ = 1 ფ x 1 ვ

გადაყვანა სხვა ერთეულებში

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. BIPM Table 3. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-06-18. ციტირების თარიღი: 2010-03-18.
  2. NIST: Table 3. SI derived units with special names
  3. BIPM SI Brochure, Appendix 1, p. 144