მარცელუს II

მარცელუს II

მარცელუს II (ლათ. Marcellus PP. II; ერისკაცობაში მარჩელო ჩერვინი; დ. 6 მაისი, 1501 — გ. 30 აპრილი, 1555) — რომის პაპი 1555 წლის 9-დან 30 აპრილამდე.

მარჩელო ჩერვინი დაიბადა 1501 წლის 6 მაისს, მონტეპულჩანოში. სწავლობდა სიენის უნივერსიტეტში. იყო მრავალმხრივ განათლებული ადამიანი. გარდაიცვალა პაპად არჩევიდან სამ კვირაში.

მემკვიდრეობა

მარცელუს II-ს ჰქონდა მაღალი რეპუტაცია მისი ცოდნის, ტაქტის და სიწმინდის გამო. ითვლება, რომ პალესტრინას მიერ შექმნილი ერთ-ერთი საუკეთესო საგალობელი პაპი მარცელუსის მესა მის ხსოვნას ეძღვნება. მხოლოდ 22 დღიანი ბატონობით ის შედის 10 ყველაზე მცირე ხნით მყოფი პაპის სიაში.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Catholic Encyclopedia, Giovanni Pierluigi da Palestrina (1913).
წინამორბედი:
იულიუს III
რომის პაპი

1555
შემდეგი:
პავლე IV