ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
მიუნსტერი Münster | |||||
| |||||
ქვეყანა | გერმანია | ||||
მხარე | ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალია | ||||
კოორდინატები | 51°58′00″ ჩ. გ. 7°38′00″ ა. გ. / 51.96667° ჩ. გ. 7.63333° ა. გ. | ||||
მმართველი | Markus Lewe | ||||
დაარსდა | 793 | ||||
ფართობი | 302,89 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 60 მ | ||||
მოსახლეობა | 279 803 კაცი (2010) | ||||
სიმჭიდროვე | 924 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | 0251 | ||||
საფოსტო ინდექსი | 48143–48167 | ||||
საავტომობილო კოდი | MS | ||||
ოფიციალური საიტი | muenster.de | ||||
მიუნსტერი (გერმ. Münster) — დამოუკიდებელი ქალაქი გერმანიაში, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარეში. მდებარეობს მხარის ჩრდილოეთ ნაწილში და მიიჩნევა ვესტფალიის რეგიონის კულტურულ ცენტრად. ამავე დროს, წარმოადგენს მიუნსტერის ადმინისტრაციული ოლქის დედაქალაქს. ქალაქი ცნობილია ანაბაპტისტთა აჯანყებით პროტესტანტული რეფორმაციისას. ასევე, 1648 წელს აქ ხელი მოეწერა ვესტფალიის ხელშეკრულებას, რითაც დასრულდა 30 წლიანი ომი. მიუნსტერს გერმანიის ველოსიპედების დედაქალაქს უწოდებენ.
მიუნსტერმა მთავარი ქალაქის (Großstadt) სტატუსი 1915 წელს მიიღო, როდესაც მისმა მოსახლეობამ 100 000-ს გადააჭარბა. დღეისათვის აქ დაახლოებით 270 000 ადამიანი ცხოვრობს, ასევე 48 500 სტუდენტი, რომელთაგან მხოლოდ მცირე ნაწილია მიუნსტერის ოფიციალურად ჩაწერილი მკვიდრი.