ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ნიმი Nîmes | |||||
| |||||
| |||||
ქვეყანა |
![]() | ||||
რეგიონი | ლანგედოკი-რუსილონი | ||||
დეპარტამენტი | გარი | ||||
კოორდინატები | 43°50′16″ ჩ. გ. 4°21′39″ ა. გ. / 43.83778° ჩ. გ. 4.36083° ა. გ. | ||||
მერი | Jean-Paul Fournier | ||||
ფართობი | 161.85 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 21–215 მ | ||||
მოსახლეობა | 144,600 კაცი (2005) | ||||
სიმჭიდროვე | 893 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1 | ||||
სატელეფონო კოდი | 466 | ||||
საფოსტო ინდექსი | 30000 და 30900 | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.nimes.fr | ||||
ნიმი (ფრანგ. Nîmes) — ქალაქი სამხრეთ საფრანგეთში მდებარეობს ლანგედოკი-რუსილონის რეგიონის, გარის დეპარტამენტში. 2005 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 144,600 ადამიანს, საფრანგეთის ქალაქებს შორის მოსახლეობის მიხედვით მას ოცდამეხუთე ადგილი უკავია. საშუალო სიმჭიდროვე კმ²-ზე შეადგენს 893 ადამიანს. ქალაქის ფართობი შეადგენს 161.85 კმ²-ს. ქალაქის მერია ჟან პოლ ფურნი. ნიმის ყველაზე ცხელი თვეებია ივლისი და აგვისტო, ხოლო ყველაზე ცივი თვეებია იანვარი და თებერვალი.
ამ ადგილებში აღმოჩენია ადამიანის უძველესი ნასახლარები და სანადირო იარაღები. ბრინჯაოს ხანიდან ამ ტერიტორიაზე ინტენსიურად დაიწყო დასახლება. აქ უძველესი დროიდან სახლობდნენ გალები. ძვ. წ 121 წლიდან ეს ტერიტორია შევიდა რომის რესპუბლიკის შემადგენლობაში, იმპერატორმა ავგუსტუსმა ამ ადგილებში დააარსა ახალი ქალაქი. რომაელების მიერ ამ ადგილებში აშენებული იქნა ამფითეატრი და სხვა ბევრი ანტიკური ხანის ხუროთმოძღვრების ძეგლები. რომის იმპერიის კრიზისის პერიოდში ამ ქალაქს აკონტროლებდნენ ვესტგუთები. VIII საუკუნეში არაბებმა დაიპყრეს პირენეს ნახევარკუნძული, მათ სამხრეთ საფრანგეთის დაპყრობაც სცადეს მაგრამ უშედეგოდ.
1229 წლიდან ეს ქალაქი უკვე ემორჩილება საფრანგეთის მეფეს. XVI საუკუნიდან ნიმში დაიწყო გავრცელება პროტესტანტიზმა. ნანტის ედიქტის გამოცემის შემდეგ ამ ტერიტორიაზე ფართოდ დაიწყეს დასახლება ჰუგენოტებმა.