ოტელო

ამ სტატიას ამჟამად აქტიურად არედაქტირებს Nuca Caesar.

გთხოვთ, ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს, სანამ ეს განცხადება არ გაქრება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მოხდეს რედაქტირების კონფლიქტი.
ეს შეტყობინება სტატიაში მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში შეიძლება დარჩეს.


თარგის ჩასმის თარიღი: აპრილი 28, 2024.


მიმდინარეობს სტატიის აქტიური დამუშავება.


მომხმარებლის სახელის და თარიღის ავტომატურად მისათითებლად, გამოიყენეთ თარგი {{subst:მუშავდება}}

ოტელო და დეზდემონა ვენეციაში,თეოდორ შასერიაუ (1819-1856)

„ოტელო“ (ინგლ. The Tragedy of Othello, the Moor of Venice) — უილიამ შექსპირის ტრაგედია, დაწერილი 1603 წელს. სიუჟეტი ვითარდება ორი პერსონაჟის: ოტელოსა და იაგოს გარშემო.

ოტელო არის მავრი სამხედრო მეთაური, რომელიც მსახურობდა ვენეციის არმიის გენერლად კვიპროსის დაცვაში ოსმალთა წინააღმდეგ. ამ დროს ის ცოტა ხნის დაქორწინებული იყო დეზდემონაზე, თავისზე უმცროს, ლამაზ და მდიდარ ვენეციელ ქალბატონზე, ქალის მამის მხრიდან არცოდნისა და მოგვიანებით, მისი წინააღმდეგობის მიუხედავად. იაგო არის ოტელოს ღვარძლიანი ოფიცერი, რომელიც ბოროტმოქმედებით აღძრავს თავისი ბატონის ეჭვიანობას მანამ, სანამ ჩვეულებრივ სტოიკოსი მავრი საყვარელ ცოლს ბრმა ბრაზით არ მოკლავს. ვნების, ეჭვიანობისა და რასის მარადიული თემების გამო, ოტელო კვლავ აქტუალური და პოპულარულია და ფართოდ არის შესრულებული, არსებობს მისი მრავალი ადაპტაცია.

პერსონაჟები

  • ოტელოვენეციელი სამხედროების გენერალი, კეთილშობილი მავრი
  • დეზდემონა – ოტელოს ცოლი, ბრაბანციოს ქალიშვილი
  • იაგო – ოტელოს ნდობით აღჭურვილი, მაგრამ, ამავდროულად, ეჭვიანი და მოღალატე ოფიცერი
  • კასიო – ოტელოს ერთგული და ყველაზე საყვარელი კაპიტანი
  • ემილია – იაგოს ცოლი და დეზდემონას მოახლე
  • ბიანკა – კასიოს საყვარელი
  • ბრაბანციო – ვენეციელი სენატორი და დეზდემონას მამა
  • როდრიგო – დეზდემონაზე შეყვარებული თავაშვებული ვენეციელი
  • ვენეციის ჰერცოგი
  • გრაციანო – ბრაბანციოს ძმა
  • ლოდოვიკო – ბრაბანციოს ნათესავი და დეზდემონას ბიძაშვილი
  • მონტანო – ოტელოს ვენეციელი წინამორბედი კვიპროსის მთავრობაში
  • კლოუნი – მსახური
  • სენატორები
  • მეზღვაური
  • ოფიცრები, ბატონები, შიკრიკები, მაცნე, დამსწრეები, მუსიკოსები და ა.შ.

სიუჟეტი

დეზდემონა და ოტელო, ანტონიო მუნიო დეგრაინი, 1880
ოტელოს კოსტუმი. პერსი ანდერსონის ილუსტრაცია Costume Fanciful, Historical and Theatrical-თვის, 1906

მოქმედება I

როდრიგო, მდიდარი და თავაშვებული ჯენტლმენი, საყვედურობს თავის მეგობარს, ოფიცერ იაგოს იმაზე, რომ არ უთქვამს სენატორ ბრაბანციოს ქალიშვილ დეზდემონასა და ვენეციის არმიის მავრ გენერალ ოტელოს ბოლოდროინდელი ფარული ქორწინების შესახებ. როდრიგო განაწყენებულია, რადგან დეზდემონა უყვარს და მამამისს, ბრაბანციოს, ქალიშვილის ხელიც სთხოვა, რაზეც უარი მიიღო.

იაგოს სძულს ოტელო იმის გამო, რომ მასზე მაღლა დააწინაურა არისტოკრატი, სახელად კასიო, რომელსაც იაგო თავისზე ნაკლებად ქმედუნარიან ჯარისკაცად თვლის. იაგო ეუბნება როდრიგოს, რომ აპირებს ოტელოს გამოყენებას საკუთარი სარგებლობისთვის და ასევე არწმუნებს მას იმაში, რომ გააღვიძოს ბრაბანციო და უთხრას ქალიშვილის გაპარვის შესახებ. ამასობაში, იაგო იპარება ოტელოს საპოვნელად და აფრთხილებს მას, რომ ბრაბანციო მისკენ მოდის.

როდრიგოს მიერ გაღიზიანებული ბრაბანციო განრისხებულია და ცდილობს ოტელოსთან დაპირისპირებას, თუმცა ოტელოს ვენეციის ჰერცოგის მცველების თანხლებით აღმოაჩენს, რომლებიც ძალადობას აღკვეთენ. ვენეციაში მოვიდა ცნობა იმის შესახებ, რომ თურქები აპირებენ კვიპროსზე თავდასხმას და ამიტომაც იწვევენ ოტელოს, რათა სენატორებს რჩევა მისცეს. ბრაბანციოს სხვა გზა არ აქვს, გარდა იმისა, რომ ოტელოს თან გაჰყვეს ჰერცოგის რეზიდენციაში, სადაც მას დეზდემონას ჯადოქრობით ცდუნებაში ადანაშაულებს.

ოტელო თავს იცავს ვენეციის ჰერცოგის, ბრაბანციოს, მისი ნათესავების, ლოდოვიკოს, გრაციანოსა და სხვადასხვა სენატორის წინაშე. ოტელო განმარტავს, რომ სანამ ის ბრაბანციოს სახლში იყო მიწვეული, დეზდემონას შეუყვარდა მისი სევდიანი და დამაჯერებელი ისტორიები ვენეციაში ცხოვრებამდე და რომ ეს არ მომხდარა რაიმე ჯადოქრობის გამო.სენატი კმაყოფილია მას შემდეგ, რაც დეზდემონა ოტელოსადმი სიყვარულს ადასტურებს, თუმცა ბრაბანციო ტოვებს მათ და ამბობს, რომ დეზდემონა უღალატებს ოტელოს: „თუ თვალები გაქვს, შეხედე მას, მავრ. მან მოატყუა საკუთარი მამა და შენც.“ (მოქმ.I, სც.3). ჯერ კიდევ ოთახში მყოფი იაგო ყურადღებას აქცევს ბრაბანციოს ამ შენიშვნას.ჰერცოგის ბრძანებით, ოტელო ტოვებს ვენეციას თავის ახალშერთულ ცოლთან, ახალ ლეიტენანტ კასიოსთან, ოფიცერ იაგოსთან და მის ცოლ ემილიასთან, რომელიც დეზდემონას თანმხლებია, რათა განკარგულება ვენეციურ ჯარებზე კუნძულ კვიპროსზე შემოჭრილი თურქების წინააღმდეგ.

მოქმედება II

ჯგუფი ჩადის კვიპროსში, რათა ნახოს ქარიშხლის მიერ განადგურებული თურქული ფლოტი. ოტელო ბრძანებს საყოველთაო ზეიმს და შემდეგ მიდის დეზდემონასთან ქორწინების დასასრულებლად. მის არყოფნაში, იაგო კასიოს ათრობს და როდრიგოს არწმუნებს იმაში, რომ კასიო ჩხუბში ჩართოს. მონტანო კი ცდილობს დაამშვიდოს გაბრაზებული და მთვრალი კასიო. ეს იწვევს მათ ერთმანეთ შორის ჩხუბსა და მონტანოს დაშავებას. ოტელო ბრუნდება და ეკითხება მამაკაცებს, თუ რა მოხდა. ის არეულობაში კასიოს ადანაშაულებს და წოდებას ართმევს. შემდეგ შეძრწუნებული კასიო იაგომ დაარწმუნა იმაში, რომ დეზდემონას ქმარი დაბრუნებაში დაეყოლიებინა.

მოქმედება III

იაგო არწმუნებს ოტელოს, რომ ეჭვი შეიტანოს კასიოსა და დეზდემონას ურთიერთობაში. როდესაც დეზდემონას უვარდება ხელსახოცი(ოტელოს ნაჩუქარი პირველი საჩუქარი), ემილია პოულობს მას და აძლევს იაგოს მისივე თხოვნით, თუმცა არ იცის რას უპირებს იაგო ხელსახოცს. იაგოს მიერ ცოლის კაპიტანთან ღალატში დარწმუნებული ოტელო ბრუნდება და პირობას აძლევს იაგოს დეზდემონასა და კასიოს მოკვლაზე, რის შემდეგაც იგი იაგოს თავის ლეიტენანტად აქცევს.

მოქმედება IV

იაგო ხელსახოცს დებს კასიოს საცხოვრებელში, შემდეგ კი ეუბნება ოტელოს, რომ დაკითხვისას მის რეაქციებს დააკვირდეს. იაგო სთხოვს კასიოს ისაუბროს ბიანკასთან რომანსა და ადგილობრივ კურტიზანზე, თუმცა იმდენად ჩურჩულებს მის სახელს, რომ ოტელო თვლის რომ ისინი დეზდემონაზე საუბრობენ.მოგვიანებით, ბიანკა კასიოს ადანაშაულებს მეორადი საჩუქრის მიცემაში, რომელიც მან სხვა შეყვარებულისგან მიიღო. ამას ხედავს ოტელო და თან იაგო არწმუნებს იმაში, რომ კასიომ ხელსახოცი დეზდემონასგან მიიღო. განრისხებული და შეწუხებული ოტელო გადაწყვეტს ცოლის მოკვლას და, ამავდროულად, იაგოს ეუბნება, რომ მოკლას კასიო.

ოტელო კვლავ განაგრძობს დეზდემონას ცხოვრების გაუარესებას და სცემს მას სტუმრად მოსული ვენეციელი დიდებულების წინაშე. ამასობაში როდრიგო წუხს იმაზე, რომ იაგოსგან არანაირი შედეგი არ მიუღია დეზდემონას დასაყოლიებლად ფულისა და ძალისხმევის სანაცვლოდ, თუმცა იაგო არწმუნებს მას, რომ მოკლას კასიო.

მოქმედება V

ოტელო ტირის დეზდემონას სხეულზე, უილიამ სოლტერი, 1857.

როდრიგო ქუჩაში წარუმატებლად ესხმის თავს კასიოს, მას შემდეგ რაც კასიომ დაჭრა ის და ბიანკას საცხოვრებელი დატოვა. ჩხუბის დროს იაგო კასიოს უკნიდან ეპარება და ფეხში მძიმედ ჭრის. სიბნელეში იაგო ახერხებს თავისი ვინაობის დამალვას, თუმცა როდესაც ლოდოვიკო და გრატიანო კასიოს დახმარების შეძახილს გაიგონებენ, იაგოც უერთდება მათ. როდესაც კასიო ახერხებს როდრიგოს, როგორც მასზე ერთ-ერთი თავდამსხმლის იდენტიფიცირებას, იაგო ფარულად ჭრის როდრიგოს სასიკვდილოდ, რათა შეაჩეროს შეთქმულების გამჟღავნება. შემდეგ იაგო ბიანკას ადანაშაულებს კასიოს მოკვლის წარუმატებელ შეთქმულებაში.

ოტელო უპირისპირდება მძინარე დეზდემონას. დეზდემონა უარყოფს ღალატს, თუმცა ოტელო მას გუდავს. ემილია შემოდის, დეზდემონა კი ქმარს სიცოცხლის ბოლო წუთამდე იცავს, ხოლო ოტელო დეზდემონას მრუშობაში ადანაშაულებს. როდესაც ოტელოს ხელსახოცი მტკიცებულებად მოჰყავს, ემილია ხვდება, რაც გააკეთა იაგომ და ამხელს მას. ოტელო, რომელმაც დაგვიანებით გააცნობიერა დეზდემონას უდანაშაულობა, დაჭრის იაგოს(თუმცა არა სასიკვდილოდ), და ამბობს, რომ ის ეშმაკია. მანამდე კი ეს უკანასკნელი დაჭრის ემილიას.

იაგო უარს ამბობს საკუთარი მოტივების ახსნაზე და პირობას დებს, რომ ამ წუთიდან გაჩუმდება. ლოდოვიკო აპატიმრებს იაგოსაც და ოტელოსაც როდრიგოს, ემილიასა და დეზდემონას მკვლელობისთვის, მაგრამ ოტელო თავს იკლავს. ლოდოვიკო კასიოს ნიშნავს ოტელოს მემკვიდრედ და მოუწოდებს მას იაგოს სამართლიანად დასჯისაკენ. შემდეგ ის გმობს იაგოს მისი საქციელის გამო და მიდის, რათა სხვებს მოუყვეს რა მოხდა.

თარიღი და წყაროები

შექსპირის წყაროები

შექსპირის სიუჟეტის პირველადი წყარო იყო მავრი კაპიტნის ამბავი სინტიოს (ჯოვანი ბატისტა ჯირალდი)(Cinthio (Giovanni Battista Giraldi)) Gli Hecatommithi-ის მიხედვით(მესამე ათწლეული, ამბავი მეშვიდე), რომელიც ასი ნოველას კრებულია სიყვარულის შესახებ და დაჯგუფებულია ათ „ათწლედში“ თემების მიხედვით. მესამე ათწლეული ეხება ცოლქმრულ ღალატს. სინტიოს გმირებიდან მხოლოდ დისდემონაა (შექსპირის დეზდემონას ექვივალენტი - მისი სახელი იტალიურად ნიშნავს "ავადმყოფს") დასახელებული - დანარჩენებია უბრალოდ მავრი(ოტელოს ექვივალენტი), ოფიცერი(იაგო), კაპრალი(კასიო) და მსგავსი აღწერილობები. ამ სიუჟეტში ოფიცერს შეუყვარდება მავრის ცოლი დისდემონა, მაგრამ ქალის გულგრილობა სიყვარულს სიძულვილად აქცევს, ამიტომ შურისძიების მიზნით ოფიცერი არწმუნებს მავრს, რომ დისდემონა მოღალატე იყო. მავრი და ოფიცერი დისდემონას ქვიშით სავსე წინდებით კლავენ და საძინებლის ჭერს ჩამოაგდებენ, რათა უბედურ შემთხვევად ჩაითვალოს. სიუჟეტი გრძელდება მანამ, სანამ ოფიცერს არ მოკლავენ წამებით უკავშირო მიზეზების გამო და მავრს არ მოკლავს დისდემონას ოჯახი.

შექსპირის სიუჟეტის პირდაპირი წყაროები არ შეიცავს ომის საფრთხეს: სავარაუდოდ, შექსპირის ინოვაცია იყო სიუჟეტი კვიპროსზე, თურქების შეჭრის დროს განვითარებულიყო, რომელიც, როგორც ჩანს, მწერალმა 1570 წლის მოვლენებში დააფიქსირა. ეს ისტორიული მოვლენები კარგად იქნებოდა ცნობილი შექსპირის თავდაპირველი მაყურებლისთვის, რომელმაც, შესაბამისად, იცოდა, რომ - სპექტაკლის მოქმედებისაგან განსხვავებით - თურქებმა აიღეს კვიპროსი და დაიკავეს ის.

მეცნიერებმა დაადგინეს მრავალი სხვა გავლენა ოტელოზე - რაღაცეები, რომელთა გავლენა შექსპირზე შეიძლება გამოიკვეთოს პიესაში, თუმცა თავისთავად წყარო არ არის. მათ შორისაა: ვერგილიუსის ენეიდა, ოვიდიუსის მეტამორფოზები, ვაჭრისა და მილერის ზღაპრები ჩოსერის კენტერბერის ზღაპრებიდან, ჯეფრი ფენტონის გარკვეული ტრაგიკული დისკურსები, კიდის ესპანური ტრაგედია, ჯორჯ პილის ბრძოლა ალკაზართან, ფევერშამის ანონიმური არდენი, მარლოუს ექიმი ფაუსტუსი და ჰეივუდის სიკეთით მოკლული ქალი. ამათში ასევე შედის შექსპირისვე უფრო ადრეული პიესები აურზაური არაფრის გამო, სადაც მსგავსი სიუჟეტი კომედიაშია გამოყენებული: „ვენეციელი ვაჭარი“, სადაც გვხვდება მაღალი წარმომავლობის, მავრული შესახედაობის პრინცი მაროკოდან და „ტიტუს ანდრონიკუსი“, რომელშიც მავრი, აარონი მნიშვნელოვანი ბოროტმოქმედია და შესაბამისად, ოტელოს და იაგოს წინამორბედიც.

ერთი ასეთი გავლენა საერთოდ არ არის ლიტერატურული ნაწარმოები. 1600 წელს ლონდონს „ნახევარი წლით“ ეწვია ბარბაროს მეფის მავრიელი ელჩი, რომლის გარემოცვამ ქალაქში აჟიოტაჟი გამოიწვია. ცნობილია, რომ შექსპირის წრე სტუმრობის დროს მოედანზე თამაშობდა, რათა ასე შეხვედროდა უცხოელ სტუმრებს.

აბდ ელ-ოუჰედ ბენ მესაუდ ბენ მუჰამედ ანუნის პორტრეტი, მავრიელთა ელჩი დედოფალ ელიზაბეტ I-თან 1600 წელს, რომელიც ზოგჯერ ოტელოს შთაგონებად იყო მიჩნეული.

შექსპირის არამხატვრულ, ან ნაწილობრივ გამოგონილ წყაროებს შორის იყო გასპარო კონტარინის თანამეგობრობა და ვენეციის მთავრობა და ასევე, ლეო აფრიკუსის აფრიკის გეოგრაფიული ისტორია. თავად მავრმა ლეომ, ბარბაროსიდან თქვა თავის ხალხზე: „ისინი იმდენად ჭკვიანები არიან, რომ შეუძლებელად თვლიან საკითხებს, რასაც მათ ეუბნებიან“ და „მსოფლიოში არც ერთი ერი არ ექვემდებარება ასე მონდომებას, რადგან მათ ურჩევნიათ თავიანთი ცხოვრება, ვიდრე თავიანთი ქალებს შეურაცხყოფა მიაყენონ“ - ორივე თვისება ჩანს შექსპირის ოტელოში. და ლეოს საკუთარი ცხოვრებისეული ისტორიიდან შექსპირმა აიღო კარგად დაბადებული, განათლებული აფრიკელი, რომელმაც ადგილი იპოვა თეთრი ევროპული ძალაუფლების სიმაღლეზე. ფილემონ ჰოლანდის პლინიუსის ბუნების ისტორიის თარგმანიდან შექსპირმა აიღო ცნობები პონტოს ზღვაზე, არაბულ ხეებზე, მათი სამკურნალო რეზინით და „ანთროპოფაგებსა და კაცებზე, რომელთა თავები მხრების ქვეშ იზრდებას“, ელემენტები, რომლებიც ასევე წარმოდგენილია ფანტასტიკა „სერ ჯონ მანდევილის მოგზაურობაში“.

თარიღი

ოტელოს პირველი გვერდი პირველი ფოლიოდან, დაბეჭდილი 1623 წელს

ოტელოს ბოლო წელი (ანუ უკანასკნელი წელი, როცა პიესა შეიძლებოდა დაწერილიყო) არის 1604 წელი, რადგან ამ წელს პიესის შესრულება მოხსენიებულია სერ ედმუნდ ტილნის, მაშინდელი ოსტატთა ანგარიშებში.

Terminus a quo (ანუ ყველაზე ადრეული წელი, როდესაც ის შეიძლებოდა დაწერილიყო) იძლევა იმ ფაქტს, რომ მისი ერთ-ერთი წყარო, ჰოლანდიის თარგმანი პლინიუს ბუნების ისტორიისა, გამოიცა 1601 წელს.

ამ დიაპაზონში, მეცნიერები თვლიან, რომ პიესა 1603–1604 წლებით უნდა დათარიღდეს, ჯეიმზ I-ის მეფობის პერიოდში, რადგან, როგორც ჩანს, პიესას აქვს ელემენტები, რომლებიც შექმნილია ახალი მეფის მიმართ, რომელმაც დაწერა ლექსი თურქეთის საზღვაო ფლოტის დამარცხების შესახებ ლეპანტოსთან და ახალ დედოფალ, ანა დანიელზეც, რომლის წრეშიც იყო ინტერესი შავი სახის ეგზოტიკის მიმართ, რომელიც ასევე აისახა ბენ ჯონსონის „შავ ნიღაბში“, სადაც დედოფალი და მისი ქალბატონები „ნიგერის ქალიშვილებად“ ისახებიან. ამ დათარიღებას მხარს უჭერს Measure for Measure, შექსპირის კიდევ ერთი პიესა, რომელიც ხშირად თარიღდება დაახლოებით 1604 წლით, და რომელიც, ისევე როგორც ოტელო, თავის სიუჟეტს იღებს Cinthio-ს Gli Hecatommithi-დან. ამ თარიღს ასევე ემხრობა ის შესაძლებლობა, რომ შექსპირმა შესაძლოა კონსულტაცია გაუწია რიჩარდ კნოლსის 1603 წლის თურქების გენერალური ისტორიას.

თუმცა, ადრინდელი თარიღის, 1601–1602 წლების მტკიცებულება მოწოდებულია შექსპირის პიესის - ჰამლეტის ე.წ. ცუდ კვარტოში, რომელიც გამოქვეყნდა 1603 წელს. თეორია იმაში მდგომარეობს, რომ ცუდი კვარტო არის ჰამლეტის მემორიალური რეკონსტრუქცია, რომელიც შესრულებულია მისი ზოგიერთი მსახიობის მიერ: ასე რომ, სადაც არის ოტელოს უნებლიე გამოხმაურება ცუდ კვარტოში (მაგალითად, "ჩემი კვარცხლბეკი / მიესხე შენი ყურები" გვხვდება ცუდ კვარტოში და „ჩემს გაშლილ ყურს აჩუქე შენი აყვავებული ყური“ ოტელოში - და სხვა უამრავი) გვავარაუდებინებს, რომ მსახიობები უნდა ასრულებდნენ ოტელოს, ყველაზე გვიან, ცუდი კვარტოს გამოქვეყნების წინა სეზონში.

ადრეული გამოცემები

პირველი კვარტოს სათაურის გვერდი (1622)

ოტელო არ გამოქვეყნებულა შექსპირის სიცოცხლეში. პიესის პირველი გამოქვეყნებული ვერსია იყო კვარტო 1622 წელს (ჩვეულებრივ შემოკლებით "Q"), რომელსაც ერთი წლის შემდეგ მოჰყვა პიესის გამოჩენა პირველ ფოლიოში (ჩვეულებრივ შემოკლებით "F").

არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავებები ორ ადრეულ გამოცემას შორის, რომელთაგან ყველაზე გამორჩეულია:

  • F შეიცავს დაახლოებით 160 სტრიქონს, რომლებიც არ არის Q-ში, ზოგჯერ საკმაოდ გაფართოებულ და ცნობილ პასაჟებში, როგორიცაა ოტელოს „პონტოს ზღვის“ შესახებ გამოსვლა და დეზდემონას „ტირიფის სიმღერა“.
  • Q-ს აქვს უფრო სრული და დახვეწილი სასცენო მიმართულებები ვიდრე F-ს.
  • Q-ს აქვს 63 ფიცი ან უხამსი სიტყვა, რომლებიც არ ჩანს F-ში, რაც მიუთითებს იმაზე, რომ F ეფუძნებოდა ხელნაწერს, რომელიც რედაქტირებული იყო 1606 წლის შეურაცხყოფის აქტის შესაბამისად.
  • არსებობს ათასზე მეტი ვარიაცია ფორმულირებაში, დახაზვაში, მართლწერასა და პუნქტუაციაში.

არ არსებობს მეცნიერული კონსენსუსი Q-სა და F-ს შორის განსხვავებების გასათვალისწინებლად:

  • E.K. Chambers 1930 წელს ამტკიცებდა, რომ Q მომდინარეობს დამწერლობის ხელნაწერიდან, ხოლო F ავტორის ჰოლოგრამიდან.
  • ალისა უოკერი 1952 წელს ამტკიცებდა, რომ F დაბეჭდილი იყო Q-ის შესწორებული ასლიდან.
  • W. W. Greg 1955 წელს ამტკიცებდა, რომ Q-ის ასლი უნდა ყოფილიყო შექსპირის „უხეში ნაშრომების“ (ანუ პირველი მონახაზების) რთულად წასაკითხი ტრანსკრიპტი.
  • მ. რ. რიდლიმ 1958 წელს, უარყო უოკერის არგუმენტი და მიიღო გრეგის არგუმენტი, ამტკიცებდა, რომ Q-ს უფრო დიდი ავტორიტეტი ჰქონდა და უარყო F-ის ცვლილებები, როგორც „მემორიალური დაბინძურება“ თეატრის სწრაფი წიგნიდან ან როგორც „დახვეწილობა“ F-ის რედაქტორების მიერ.
  • ნევილ კოგჰილი 1964 წელს ამტკიცებდა, რომ F-ში გასაუმჯობესებელი ცვლილებები იყო განხორციელებული ავტორის მიერ, რომელმაც შესაძლოა ისარგებლა სპექტაკლის გადახედვის აუცილებლობით, რაც გამოწვეული იყო შეურაცხყოფის აქტით სხვა ცვლილებების განსახორციელებლად.
  • გარი ტეილორი 1983 წელს დაეთანხმა კოგილს,იმაში რომ F-მა ჩართო ავტორის საკუთარი გაუმჯობესებები Q-ში, მაგრამ, ამავდროულად, ამტკიცებდა, რომ სხვა მწერალმაც შეიტანა ცვლილებები F-ში.
  • E. A. J. Honigmann-მა 1996 წელს ნაწილობრივ გააცოცხლა უოლკერის თეორია იმის მტკიცებით, რომ მწიგნობარი, რომელიც პასუხისმგებელია F-სთვის ხელნაწერის მომზადებაზე, კონსულტაციას უწევდა Q-ს, როდესაც ასლი გაუგებარი იყო. ის ასევე ამტკიცებს, რომ თანმიმდევრობები F-ში, მაგრამ არა Q-ში, როგორიცაა Willow Song, შესაძლოა იყოს ამოჭრილი ორიგინალიდან, რომელიც დამზადებულია Q-ის ხელნაწერისთვის, ვიდრე გვიანდელი დამატებები F-ის ხელნაწერისთვის.

როგორც ოქსფორდის შექსპირის რედაქტორი მაიკლ ნილი აჯამებს საკითხებს: „ნაკლებად სავარაუდოა, რომოტელოს ტექსტური საიდუმლო ოდესმე გადაწყდეს საერთო კმაყოფილებით“.

თემები და კრიტიკული მიდგომები

შური

„უფრთხილდი, ბატონო ეჭვიანობას! ეს არის მწვანეთვალება მონსტრი, რომელიც დასცინის ხორცს, რომლითაც იკვებება“
— იაგო

მეოცე საუკუნის დასაწყისში შექსპირის გავლენიანმა კრიტიკოსმა ა.კ. ბრედლიმ ოტელოს ტრაგიკული ნაკლი განმარტა, როგორც სექსუალური ეჭვიანობა, იმდენად მძაფრი, რომ ის „აქცევს ადამიანურ ბუნებას ქაოსში და ათავისუფლებს მხეცს ადამიანში... ცხოველს ადამიანში აიძულებს, რომ თავის ცნობიერებაში იყოს შიშველი, უხეში სახით და ის ტრიალებს მის წინ, მაგრამ უძლურია თქვას უარი მის შესვლაზე, ჩაწვდეს დაბინძურების არასიტყვიერ გამოსახულებებს და შვება მოიპოვოს მხოლოდ ცხოველური სისხლის წყურვილით.“

ეს შური თამაშში ცხოველური გამოსახულების საშუალებითაა გამოხატული. პიესის ადრეულ მოქმედებებში სწორედ იაგო ახსენებს ვირს, ცილებს, ბუზებს, ვერძს, ჯენეტს, გვინეა-ქათამს, ბაბუინს, ველურ კატას, სნაიპს, მაიმუნებს, ურჩხულსა და მგლებს. მაგრამ მესამე მოქმედებიდან მოყოლებული, ოტელო იჭერს ამ ხაზს იაგოსგან, რადგან მისი ირაციონალური ეჭვიანობა იპყრობს. იგივე ხდება „ეშმაკის გამოსახულებებთან (ანუ ჯოჯოხეთისა და ეშმაკების გამოსახულებები), რომელთაგან იაგო 16-დან 14 თავის ეშმაკისეულ გამოსახულებას იყენებს პირველ ორ მოქმედებაში, თუმცა ოტელო 25-ს 26-დან ბოლო სამ მოქმედებაში.

არა მარტო ოტელო, არამედ იაგოც შურითაა შთანთქმული: ის ერთგვარი შურითა არის განმსჭვალული, რომელსაც თანამედროვე მეცნიერმა ფრენსის ბეკონმა უწოდა „ყველაზე საზიზღარი სიყვარული და ყველაზე გარყვნილი, რომელიც ეშმაკის სათანადო ატრიბუტია... როგორც ყოველთვის, ეს შური მოქმედებს ჭკვიანურად, სიბნელეში და სიკეთის ცრურწმენაზე.“

ზოგჯერ კრიტიკოსებს უცდიათ განესაზღვრათ შურის ის ტიპი, რომელსაც ოტელო განიცდის ან უარყოფენ მას, როგორც მოტივს (მაგალითად, ისინი, ვინც ამტკიცებენ, რომ რუსეთში 1945-1957 წლებში მხოლოდ ერთმა მსახიობმა წარმოაჩინა ოტელო, როგორც შურით შეპყრობილი). სინამდვილეში, ეჭვიანობა მრავლისმომცველი ემოციაა და მოიცავს სპექტრს ვნებიდან სულიერ იმედგაცრუებამდე, რომლის ფარგლებშიც ოტელოს აკვიატება უნდა მოხვდეს. ის ავლენს ეჭვიანობის ბევრ გავრცელებულ ასპექტს: მტკიცებულებების მიტაცების სწრაფვას, ეჭვიანობის საგნის დამამცირებელი გამოსახულებების მიტაცებას, გონების დასამშვიდებლად გაურკვევლობებს, ვულგარული დაცინვის შიშსა და შურისძიების სულს.

საბოლოოდ, ოტელო რწმუნდება, რომ მისი პატივი შელახულია ცოლის ორგულობით და მისი აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ დეზდემონასა და კასიოს სიკვდილით. და – ქცევის ეს კოდექსი, რომელიც ძალაში აღარაა – არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ თანამედროვე კრიტიკოსები იშვიათად თუ თვლიან ოტელოს შექსპირის უდიდეს ტრაგედიებს შორის.

რასა

როგორც ბენ ოკრიმ თქვა:

თუ ოტელო არ არის პიესა რასის შესახებ, მაშინ მისმა ისტორიამ გახადა ის.

ან, როგორც ოქსფორდის რედაქტორი პროფესორი მაიკლ ნილი აჯამებს:

ოტელოში რასთა მოპყრობის გამო გამოწვეული შფოთვები მისი კრიტიკისა და შესრულების ისტორიის განმეორებადი მახასიათებელია: როდესაც ეს ხალხი ოდესღაც ფოკუსირებული იყო რასთა აღრევის სავარაუდო სკანდალზე, დღეს ისინი უფრო მეტად მიმართავენ სპექტაკლის თანამონაწილეებს რასობრივ სტერეოტიპებზე.

სიუჟეტური თვალსაზრისით, ოტელოს რასა მის, როგორც „სხვის“, აღნიშვნას ემსახურება. როგორც ქრისტიანი და შავკანიანი აფრიკელი, ოტელო ორივეა (როგორც მეცნიერი ტომ მაკალინდონი ამბობს), თუმცა არა ვენეციიდან. მსახიობმა პოლ რობესონმა კი ოტელოს ფერი არსებითად მეორეხარისხოვანად მიიჩნია, როგორც მისი კულტურული განსხვავებულობის და, შესაბამისად, დაუცველობის ხაზგასმის საშუალება საზოგადოებაში, რომლისიც მას ბოლომდე არ ესმის.

თავად პიესის სამყაროში, ჯიოცნა სინგჰი ამტკიცებს, რომ ბრაბანციოსა და სხვების წინააღმდეგობა ოტელოს, დამსახურებული და პატივცემული გენერლის, სენატორის ქალიშვილის, დეზდემონას, შესაფერის ქმრის მიმართ, მხოლოდ რასისტული ტერმინებითაა განმსჭვალული: განრისხებულია არაადამიანურად იაგოს მიერ ახალი ამბის მიწოდებისას. იაგოს, როდრიგოსა და ბრაბანციოს მიერ სპექტაკლში გამოყენებული რასისტული შეურაცხყოფა გვავარაუდებინებს, რომ შექსპირმა ოტელო შავკანიან აფრიკელად მოიაზრა: „სქელტუჩა“, „ძველი შავი ვერძი შენს თეთრ ცხვარს აგდებს“, „შენი ქალიშვილი ბარბაროსი ცხენით დაიფარება“, „ჭვარტლიანი წიაღში ისეთი რამ, როგორიც შენ ხარ“, - როგორც ამას ოტელო ამბობს თავის შესახებ: „ბედნიერი ვარ, რომ შავი ვარ“, ან „გაბრუებული და შავი, როგორც ჩემი სახე“.

მაგრამ არ არსებობს კონსენსუსი ოტელოს ეთნიკურ წარმომავლობაზე. „მავრი“ მკაცრად ნიშნავს ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში უძველესი მავრეტანიის მიერ დაფარული ტერიტორიის მკვიდრს - მაგრამ შექსპირის ინგლისში „მავრი“ უფრო ფართო კონოტაციით გამოიყენებოდა:ზოგჯერ გულისხმობს ყველა რეგიონის აფრიკელს, ზოგჯერ არაბულ ან ისლამურ ხალხებს აფრიკის მიღმა, როგორიცაა თურქეთისა და ახლო აღმოსავლეთის ხალხი, ზოგჯერ კი ნებისმიერი რასის ან მდებარეობის მუსლიმებს.

რასიზმი

„ვფიქრობ, ეს სპექტაკლი რასისტულია და თან ვფიქრობ, რომ არა“
— მეცნიერი ვირჯინია ვონი

შექსპირის მთავარ წყაროში, Cinthio-ს Gli Hecatommithi-ში, პერსონაჟი დისდემონა (შექსპირის დეზდემონას ეკვივალენტი) ამბობს: „არ ვიცი რა ვთქვა მავრზე, მისი სრული სიყვარული იყო ჩემს მიმართ; მაგრამ ამ რამდენიმე დღეში ის სხვა კაცი გახდა. და ძალიან ვშიშობ, რომ უნდა გავაფრთხილო ახალგაზრდა გოგონები, არ დაქორწინდნენ მათი მშობლების სურვილის საწინააღმდეგოდ, და რომ იტალიელმა ქალბატონებმა ისწავლონ არ დაქორწინდნენ კაცზე, რომლის ბუნება და ცხოვრების წესი ჩვენგან უცხოა.“

მსგავსი ფორმულირება იყო გამოყენებული პიესის ერთ-ერთ ადრეულ და ყველაზე ნეგატიურ კრიტიკაში: თომას რაიმერი 1693 წელს თავის ტრაგედიის მოკლე ხედვაში, ვარაუდობდა, რომ პიესის ერთ-ერთი მორალი იყო „გაფრთხილება ყველა ხარისხის ქალწულებისთვის, ის თუ როგორ, მშობლების თანხმობის გარეშე, გარბიან ბლექამავრებთან ერთად“. თუმცა რაიმერმა მშრალად შენიშნა, რომ კიდევ ერთი ასეთი მორალი შეიძლება იყოს "გაფრთხილება ყველა კარგი ცოლისთვის, რომ ისინი კარგად გამოიყურებიან თავიანთ თეთრეულზე" - როგორც ასეთი, მისი კომენტარები უნდა იქნას წაკითხული პიესის ყოვლისმომცველი კრიტიკის კონტექსტში, როგორც არარეალური და აშკარა მორალურ დასკვნებს მოკლებული.

„რადგან ამ კეთილშობილმა ქალბატონმა, რომელიც გონებას უფრო მეტად აფასებდა, ვიდრე მამაკაცის თვისებებს, მეტად ერჩივნა ყოფილიყო აღფრთოვანებული, ვიდრე მისთვის მიებაძათ, თავისი სიყვარულის ობიექტად აირჩია მავრი, შავი.“
— ოტელო შექსპირის ზრაპრებიდან (1807წ.) ჩარლზ და მერი ლამბების მიერ

მეცხრამეტე საუკუნეში ისეთმა ცნობილმა მწერლებმა, როგორებიც არიან სამუელ ტეილორ კოლრიჯი და ჩარლზ ლამბი, დასვეს კითხვა იმის შესახებ შეიძლება, თუ არა პიესას "ნამდვილი ტრაგედია" ეწოდოს, რომელშიც დრამატიზირებულია თეთრი ქალის ხელშეუხებელი ტაბუ შავკანიან მამაკაცთან ურთიერთობაში. კოლრიჯი 1818 წელს ამტკიცებდა, რომ არ შეიძლება ოტელო შავკანიანად ყოფილიყო ჩაფიქრებულიყო:

„შეგვიძლია წარმოვიდგინოთ იმდენად უცოდინარი, რომ ბარბაროს ზანგს აიძულოს ითამაშოს სამეფოში დაბადება, - იმ დროში, როცა ზანგებს არ იცნობდნენ, გარდა როგორც მონებს? ... და, რა თქმა უნდა, როგორც ინგლისური აუდიტორია იყო განწყობილი მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისში, რაღაც ამაზრზენი იქნებოდა იმ მშვენიერი ვენეციელი გოგონას ჩაფიქრება, რომელიც შეუყვარდება ნამდვილ ზანგს. ეს ამტკიცებს არაპროპორციულობას, წონასწორობის მოთხოვნილებას დეზდემონაში, რაც შექსპირს, როგორც ჩანს, სულაც არ ჩაუფიქრია.“

ამ სენტიმენტებმა ხელი შეუწყო ე.წ. „ოტელოს ბრინჯაოს ხანას“ (განხილულია „მე-19 საუკუნის“ ქვემოთ).

მარტინ ორკინის 1987 წლის ესსე „ოტელო და რასიზმის სადა სახე“ ცნობს პიესის რასისტულ განწყობებს, მაგრამ ამართლებს შექსპირს, რომელიც ამ შეხედულებებს ისეთი დისკრედიტირებული პერსონაჟებით ზღუდავს, როგორებიცაა: იაგო, როდრიგო და ბრაბანციო.










სქოლიო

  1. Thompson and Honigmann, 2016, pp.13 & 376-377.
  2. Thompson and Honigmann, 2016, p.13.
  3. Thompson and Honigmann, 2016, pp.13-14. Honigmann, 1997, pp.12-13.
  4. Thompson and Honigmann, 2016, pp.13-14. The complete novella appears, in different translations, in Thompson and Honigmann, 2016 at pp.377-396 and in Neill, 2006, pp.434-444.
  5. McAlindon and Muir, 2005, pp.lvii-lviii.
  6. Bate and Rasmussen, 2009, p.7.
  7. Neil, 2006, pp.16-17
  8. Enterline, Lynn "Eloquent Barbarians: Othello and the Critical Potential of Passionate Character" in Orlin, Lena Cowen (ed.) "Othello - The State of Play" The Arden Shakespeare, Bloomsbury Publishing, 2014, pp.149-175 at p.158.
  9. Enterline, 2014, p.163.
  10. Thompson and Honigmann, 2016, p.11.
  11. Muir, 1968, p.11.
  12. Neil, 2006, p.20.
  13. McAlindon and Muir, 2005, p.xxiv.
  14. Thompson and Honigmann, 2016, p.18.
  15. Bate, Jonathan (ed.), Rasmussen, Eric (ed.) and Shakespeare, William "Othello", The RSC Shakespeare, The Random House Publishing Group, 2009, p.3.
  16. Thompson and Honigmann, 2016, p.397. Lockwood, Tom (ed.), White, Martin (ed.) "Arden of Faversham", New Mermaids edition, Methuen Drama, 2007, p.vii.
  17. Neill, 2006, p.17.
  18. Thompson and Honigmann, 2016, p.355.
  19. Muir, 1968, p.8.
  20. Thompson and Honigmann, 2016, pp.20-21.
  21. Neil, 2006, p.18. Thompson and Honigmann 2016, pp.8, 20 & 397.
  22. Bate, Jonathan; Rasmussen, Eric (2009) Othello. Basingstoke, England: Macmillan, გვ. 3. ISBN 978-0-230-57621-6. 
  23. Siemon, James "Making Ambition Virtue" in Orlin, Lena Cowen (ed.) "Othello - The State of Play" The Arden Shakespeare, Bloomsbury Publishing, 2014, pp.177-202 at p.178 and p.198n.
  24. Thompson and Honigmann, 2016, pp.17-18.
  25. Honigmann, 1997, p,4. Neill, 2006, p.19. Thompson and Honigmann, 2016, p.15.
  26. Honigmann, 1997, p,4, citing John Pory's 1600 translation of Leo Africanus's A Geographical Historie of Africa
  27. Thompson and Honigmann, 2016, p.15.
  28. Othello 3.3.456.
  29. Othello 5.2.348-349.
  30. Othello 1.3.145-146.
  31. Neil, 2006, pp.19-20.
  32. Neill, 2006, p.20. Thompson and Honigmann, 2016, p.17.
  33. Neill, 2006, p.399. Thompson and Honigmann, 2016, p.349.
  34. Neill, 2006, pp.399-400.
  35. Neil, 2006, p.400.
  36. Neill, 2006, p.400.
  37. Hamlet Q1, scene 5 lines 7-8 in Thompson, Ann and Taylor, Neil (eds.) and Shakespeare, William "Hamlet: The Texts of 1603 and 1623", The Arden Shakespeare Third Series, 2006 at p.73.
  38. Othello 1.3.245
  39. Thompson and Honigmann, 2016, pp.349-350.
  40. 40.0 40.1 40.2 40.3 Neill, 2006, p.405.
  41. Othello 3.3.456-463.
  42. Othello 4.3.29-52 and 4.3.54-56.
  43. Neill, 2006, pp.405 & 411.
  44. Neill, 2006, p.405. Thompson and Honigmann, 2016, p.358.
  45. Mowat and Werstine, 2017, p.xlix.
  46. 46.0 46.1 Neill, 2006, p.411.
  47. Neill, 2006, p.412.
  48. Neill, 2006, p.413.
  49. Neil, 2006, p.413.
  50. Neill, 2006, pp.414-415.
  51. Neill, 2006, p.414.
  52. Neill, 2006, pp.416-417.
  53. Neill, 2006, p.430.
  54. Othello 3.3.167-169.
  55. Desmet, Chisty "Character Criticism" in Wells, Stanley and Orlin, Lena Cowen "Shakespeare: An Oxford Guide", Oxford University Press, 2003, pp.351-372 at p.357, citing A. C. Bradley's Shakespearean Tragedy.
  56. Muir, 1968, pp.21-22.
  57. Muir, 1968, p.22.
  58. Muir, 1968, p.20.
  59. 59.0 59.1 Muir, 1968, p.23.
  60. Muir, 1968, p.24.
  61. Muir, 1968, p.38.
  62. Neill, 2006, p.113, citing Ben Okri's A Way of Being Free.
  63. Neill, 2006,p.146.
  64. Neill, 2006, p.41.
  65. Bartels, 2003, p.160.
  66. McAlindon and Muir, 2005, p.xxii.
  67. McAlindon and Muir, 2005, p.lxxii.
  68. Singh, Jyotsna "Post-Colonial Criticism" in Wells, Stanley and Orlin, Lena Cowen "Shakespeare: An Oxford Guide", Oxford University Press, 2003, pp.492-507 at p.493.
  69. Neill, 2006, p.45.
  70. Othello 1.1.65.
  71. Othello 1.1.87-88.
  72. Othello 1.1.109-110.
  73. Othello 1.2.70-71.
  74. Othello 3.3.267.
  75. Othello 3.3.390-391.
  76. Mowat and Werstine, 2017, p.267.
  77. Bartels, Emily C. "Shakespeare's View of the World" in Wells, Stanley and Orlin, Lena Cowen "Shakespeare: An Oxford Guide", Oxford University Press, 2003, pp.151-164 at pp. 160-161.
  78. Thompson ad Honigmann, 2016, p.25.
  79. Neill, 2006, pp.122-123 citing Virginia Mason Vaughan's "Othello: A Contextual History". The quotation is a parody of Othello 3.3.387-388.
  80. Ferraro, Bruno (translator) Gli Hecatommithi - Third Decade, Seventh Novella in Neil, 2006, Appendix C pp.434-444 at p.440.
  81. Honigmann, 1997, p.60.
  82. Honingmann, 1997, p.29, citing Thomas Rymer's A Short View of Tragedy.
  83. Neil, 2006, p.3.
  84. Lamb, Charles and Lamb, Mary "Tales from Shakespeare", 1807, Penguin Popular Classics edition, 1995, p.281.
  85. Singh, 2003, p.494.
  86. Thompson and Honigmann, 2016, pp.29-31 citing Samuel Taylor Coleridge's Lectures and Notes on Shakespeare and Other English Poets.
  87. Thompson and Honigmann, 2016, p.32.