ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
პოზნანი Poznań | |||||
| |||||
ქვეყანა | პოლონეთი | ||||
სავოევოდო | დიდი პოლონეთი | ||||
კოორდინატები | 52°24′00″ ჩ. გ. 16°55′00″ ა. გ. / 52.40000° ჩ. გ. 16.91667° ა. გ. | ||||
ქალაქის მერი | Jacek Jaśkowiak | ||||
დაარსდა | VIII საუკუნე | ||||
პირველი ხსენება | მე-10 საუკუნე | ||||
ფართობი | 261,85 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 154 მ | ||||
მოსახლეობა | 556 022 კაცი (2009) | ||||
სიმჭიდროვე | 2 100 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | +48 61 | ||||
საფოსტო ინდექსი | 60-001 to 61-890 | ||||
საავტომობილო კოდი | PO და PY | ||||
ოფიციალური საიტი | poznan.pl | ||||
პოზნანი (პოლ. Poznań /ˈpɔznaɲ/, გერმ. Posen) — ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი ქალაქი პოლონეთში, მდინარე ვარტის ნაპირზე. იგი დიდი პოლონეთის სავოევოდოს რეგიონის ადმინისტრაციული დედაქალაქია. წარმოადგენს სიდიდით მეხუთე — მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით (556 022 ათასი კაცი, 2009 წ.) და პოლონეთის ერთ-ერთ უძველეს ქალაქს. აღმოცენდა IX საუკუნის დამდეგს. დაახლოებით 968 აქ შეიქმნა მთელს პოლონეთში პირველი საეპისკოპოსო.
პოზნანი კულტურული, ეკონომიკური, პოლიტიკური, სამეცნიერო და საგანმანათლებლო მნიშვნელობის ქალაქია. იმის გამო, რომ პოზნანში ერთ-ერთი საუკეთესო ვაჟთა და მამაკაცთა გუნდია ჩამოყალიბებული, ყოველ 5 წელიწადში ერთხელ ტარდება ჰენრიკ ვიენავსკის სახელობის მუსიკალური კონკურსი. ამის გამო პოზნანი ხშირად მოიხსენიება, როგორც „პოლონეთის მუსიკალური დედაქალაქი“.
ქალაქი დაყოფილია 5 ნაწილად: ძველი ქალაქი (Stare Miasto), ახალი ქალაქი (Nowe Miasto), იეჟიცე (Jeżyce), გრუნვალდი (Grunwald) და ვილდა (Wilda). პოზნანი ერთ-ერთი უმსხვილესი ეკონომიკური მნიშვნელობის და ინვესტორებისათვის მიმზიდველი ქალაქია მთელს ქვეყანაში.
პოზნანში მდებარეობს: ადამ მიცკევიჩის სახელობის უნივერსიტეტი, ეკონომიკური აკადემია, პოზნანის სამედიცინო აკადემია, მუსიკალური აკადემია და სხვა.
პოზნანი დაძმობილებულია შემდეგ ქალაქებთან:
|
|
|