სრული სახელი | São Paulo Futebol Clube | ||
---|---|---|---|
მეტსახელი |
სამფეროვნები (პორტ. Tricolor) | ||
დაარსდა | 25 იანვარი, 1930 | ||
სტადიონი |
მორუმბი სან-პაულუ, ბრაზილია (ტევადობა: 72 039) | ||
პრეზიდენტი | ჟულიო კაზარისი | ||
მწვრთნელი | ერნან კრესპო | ||
ლიგა |
ბრაზილიის სერია A პაულისტას ჩემპიონატი | ||
2020 2020 |
ბრაზილიის სერია A, მე-4 პაულისტას ჩემპიონატი, მე-6 | ||
საიტი | ოფიციალური საიტი | ||
|
სან-პაულუ (პორტ. São Paulo Futebol Clube) — ბრაზილიური საფეხბურთო კლუბი ქალაქ სან-პაულუდან. ჩამოყალიბდა 1930 წლის 25 იანვარს. ასპარეზობს პაულისტას ჩემპიონატსა და ბრაზილიის სერია A-ში. „ფლამენგოსა“ და „კორინთიანსის“ შემდეგ ითვლება მესამე ყველაზე პოპულარულ საფეხბურთო კლუბად ბრაზილიაში. „კორინთიანსთან“, „პალმეირასთან“ და „სანტოსთან“ ერთად შედის სან-პაულუს შტატის ტრადიციული საფეხბურთო გრანდების ოთხეულში. ბრაზილიის ექვსგზის და სან-პაულუს შტატის 21-გზის ჩემპიონი.
ჩამოყალიბდა 1930 წლის 25 იანვარს სან-პაულუ და ფლორესტას (პორტ. São Paulo da Floresta) სახელწოდებით — ბრაზილიური საფეხბურთო კლუბების — სან-პაულუს შტატის 11-გზის ჩემპიონის, პაულისტანოს (პორტ. Club Athletico Paulistano) და სან-პაულუს შტატის სამგზის ჩემპიონის, ატლეტიკო პალმეირასის (პორტ. Associação Atlética das Palmeiras) გაერთიანების შედეგად. ამჟამინდელი სახელწოდებით კლუბი 1935 წლიდან ასპარეზობს. კლუბის „ოქროს ხანად“ ითვლება 1980-იანების მეორე და 1990-იანების პირველი ნახევარი, როდესაც „სან-პაულუმ“ ორჯერ (1986, 1991) მოიპოვა ბრაზილიის ჩემპიონის ტიტული, ასევე ორ-ორჯერ ლიბერტადორესის თასის (1992, 1993), საკონტინენტთაშორისო თასისა (1992, 1993) და სამხრეთ ამერიკის რეკოპას (1993, 1994) მფლობელი გახდა. ამას გარდა თითოჯერ სამხრეთ ამერიკის სუპერთასსა (1993) და კონმებოლის თასს დაეუფლა (1994).
Instagram · Facebook · Twitter |
ESPN · GloboEsporte.com · Soccerway · SPFCpédia · Transfermarkt · WorldFootball.net |
ენციკლოპედია ბრიტანიკა |
YouTube |