ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
სევილია Sevilla | |||||
საკათედრო ტაძარი | |||||
| |||||
ქვეყანა | ესპანეთი | ||||
რეგიონი | ანდალუსია | ||||
კოორდინატები | 37°23′00″ ჩ. გ. 5°59′00″ დ. გ. / 37.38333° ჩ. გ. 5.98333° დ. გ. | ||||
მმართველი | Juan Espadas Cejas | ||||
ფართობი | 140 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 12 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 704,414 კაცი (2006) | ||||
სიმჭიდროვე | 5.029 ად./კმ² კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | 95 | ||||
საფოსტო ინდექსი | 41001-41080 | ||||
საავტომობილო კოდი | SE | ||||
ოფიციალური საიტი | sevilla.org | ||||
სევილია (ესპ. Sevilla) — ქალაქი სამხრეთ ესპანეთში. ანდალუსიის ავტონომიური რეგიონისა და სევილიის პროვინციის დედაქალაქი. მდებარეობს მდინარე გვადალკვივირზე, ატლანტის ოკეანის სანაპიროდან 87 კილომეტრის დაშორებით. ანდალუსიის დაბლობის ცენტრში. ქალაქის მოსახლეობა 2006 წლის აღწერით შეადგენდა 704.414 ადამიანს. აგლომერაციის მოსახლეობა 2000 წლის მონაცემებით იყო 1.043.000, და ამგვარად ესპანეთის სიდიდით მეოთხე ქალაქია. სამხრეთ ესპანეთის ხელოვნების, კულტურისა და საფინანსო დედაქალაქია.
სევილია (ძველად ჰისპალისი) იბერიული ტომების ტურდეტანების ცენტრი იყო. ძვ. წ. III საუკუნეში დაიპყრეს რომაელებმა. 712-1248 წლებში, არაბთა ბატონობის პერიოდში, სევილიაში დიდ აღმავლობას მიაღწია ხელოსნობამ. 1026 წლიდან სევილიის საამიროს ცენტრი ხდება. არაბთა ბატონობის დასრულების შემდეგ კასტილიისა და ლეონის სამეფოს შემადგენლობაში შევიდა.
|