ტერიტორიული სუვერენიტეტი

ტერიტორიული სუვერენიტეტი (გერმ. Landeshoheit) — ტერმინი, რომელიც გამოიყენებოდა საღვთო რომის იმპერიის საიმპერიო წოდებების საკუთარ ტერიტორიებზე უზენაესი უფლებების აღსანიშნავად. ტერიტორიული სუვერენიტეტი ითვალისწინებდა საღვთო რომის იმპერიის შემადგენლობაში შემავალი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნების მმართველების უზენაესობას შესაბამისი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის საკანონმდებლო, სასამართლო და ადმინისტრაციულ სფეროებში. იზღუდებოდა იმპერატორისა და საიმპერიო ინსტიტუტების განსაზღვრული პრეროგატივებით.

ლიტერატურა

  • Klaus Malettke, «La perception de la supériorité territoriale et de la souveraineté des princes d'Empire en France au XVIIe siècle », dans Jean-François Kervégan et Heinz Mohnhaupt (dir.), Influences et réceptions mutuelles du droit et de la philosophie du droit en France et en Allemagne, Francfort-sur-le-Main, Klostermann, coll. Ius commune, 2001, p. 69.