უეფა-ს სუპერთასი (ინგლ. UEFA Super Cup) — ყოველწლიური საფეხბურთო მატჩი, რომელსაც ატარებს უეფა. თამაშში უეფა-ს ჩემპიონთა ლიგისა და უეფა-ს ევროპა ლიგის გამარჯვებულები მონაწილეობენ. როგორც წესი, მატჩი ტარდება აგვისტოში, ახალი საფეხბურთო სეზონის დაწყების წინ.
1972–99 წლებში, სუპერთასს ჩემპიონთა თასისა/ლიგისა და თასების მფლობელთა თასის გამარჯვებულები ეცილებოდნენ ერთმანეთს. თასების მფლობელთა თასის გაუქმების შემდეგ ის უეფა-ს თასმა შეცვალა, რომელსაც 2009 წელს უეფა-ს ევროპა ლიგა ეწოდა. ამასთანავე, 1998 წლამდე სუპერთასი 2 მატჩად იმართებოდა, ორივე მონაწილე გუნდის მოედანზე; 1998 წლიდან შეხვედრა წინასწარ გამოცხადებულ არენაზე ტარდება.
გათამაშების ისტორიაში, ყველაზე წარმატებული კლუბები არიან „ბარსელონა“ და „მილანი“. ორივე კლუბს სუპერთასი ხუთჯერ აქვს მოგებული. სულ უეფა-ს სუპერთასი 24 სხვადასხვა კლუბს აქვს მოგებული. მოქმედი გამარჯვებულია „ატლეტიკო მადრიდი“.
ისტორია
სუპერთასის ჩატარების იდეა ჰოლანდიელ სპორტულ ჟურნალისტ ანტონ ვიტკამპს დაებადა. ამ დროს ევროპაში „ტოტალური ფეხბურთი“ დომინირებდა, ევროტურნირების მთავარ ფავორიტებად კი ჰოლანდიური კლუბები მიიჩნეოდნენ. მისი მიზანი იყო გაერკვია, თუ რომელი იყო რეალურად ევროპის საუკეთესო კლუბი და კიდევ უფრო გამოეცადა ამსტერდამის აიაქსის შესაძლებლობები, რომელსაც იმ დროის ერთ-ერთი უძლიერესი ფეხბურთელი იოჰან კრუიფი ლიდერობდა.
1972 წელს ვიტკამპმა თავისი იდეა აიაქსის ხელმძღვანელობას გააცნო. ხელმძღვანელობამ ეს იდეა მოიწონა და ერთად ციურიხს ეწვივნენ, სადაც უეფას-გან გათამაშებისათვის ოფიციალური სახის მიცემა მოითხოვეს. ამ ეტაპზე ორგანიზაციამ უარი თქვა და სწორედ ამიტომ, 1972 წლის შეხვედრა აიაქსსა და რეინჯერსს შორის, არაოფიციალურად მიიჩნევა.
მატჩები
სტატისტიკა და რეკორდები
კლუბების მიხედვით
კლუბი
|
გამარჯვებული
|
დამარცხებული
|
გამარჯვებული
|
დამარცხებული
|
ბარსელონა |
5 |
4 |
1992, 1997, 2009, 2011, 2015 |
1979, 1982, 1989, 2006
|
მილანი |
5 |
2 |
1989, 1990, 1994, 2003, 2007 |
1973, 1993
|
რეალ მადრიდი |
4 |
3 |
2002, 2014, 2016, 2017 |
1998, 2000, 2018
|
ლივერპული |
3 |
2 |
1977, 2001, 2005 |
1978, 1984
|
ატლეტიკო მადრიდი |
3 |
0 |
2010, 2012, 2018 |
|
აიაქსი |
2 |
1 |
1973, 1995 |
1987
|
ანდერლეხტი |
2 |
0 |
1976, 1978 |
|
ვალენსია |
2 |
0 |
1980, 2004 |
|
იუვენტუსი |
2 |
0 |
1984, 1996 |
|
სევილია |
1 |
4 |
2006 |
2007, 2014, 2015, 2016
|
პორტუ |
1 |
3 |
1987 |
2003, 2004, 2011
|
მანჩესტერ იუნაიტედი |
1 |
3 |
1991 |
1999, 2008, 2017
|
ბაიერნი |
1 |
3 |
2013 |
1975, 1976, 2001
|
ჩელსი |
1 |
2 |
1998 |
2012, 2013
|
დინამო კიევი |
1 |
1 |
1975 |
1986
|
ნოტინგემ ფორესტი |
1 |
1 |
1979 |
1980
|
ასტონ ვილა |
1 |
0 |
1982 |
|
აბერდინი |
1 |
0 |
1983 |
|
სტიაუა |
1 |
0 |
1986 |
|
მეხელენი |
1 |
0 |
1988 |
|
პარმა |
1 |
0 |
1993 |
|
ლაციო |
1 |
0 |
1999 |
|
გალათასარაი |
1 |
0 |
2000 |
|
ზენიტი |
1 |
0 |
2008 |
|
ჰამბურგი |
0 |
2 |
|
1977, 1983
|
პსვ |
0 |
1 |
|
1988
|
სამპდორია |
0 |
1 |
|
1990
|
ცრვენა ზვეზდა |
0 |
1 |
|
1991
|
ვერდერი |
0 |
1 |
|
1992
|
არსენალი |
0 |
1 |
|
1994
|
რეალ სარაგოსა |
0 |
1 |
|
1995
|
პარი სენ-ჟერმენი |
0 |
1 |
|
1996
|
ბორუსია დორტმუნდი |
0 |
1 |
|
1997
|
ფეიენორდი |
0 |
1 |
|
2002
|
ცსკა მოსკოვი |
0 |
1 |
|
2005
|
შახტარი |
0 |
1 |
|
2009
|
ინტერი |
0 |
1 |
|
2010
|
ქვეყნების მიხედვით
ქვეყნების მიხედვით ყველაზე მეტი გამარჯვებული ესპანეთს ჰყავს. ესპანურმა გუნდებმა 15-ჯერ მოახერხეს უეფა-ს სუპერთასის მოგება და 12-ჯერ დამარცხდნენ. სულ 12 ქვეყნის გუნდებმა მოახერხეს უეფა-ს სუპერთასის მოპოვება.
გამარჯვებული მწვრთნელები
ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელები
მწვრთნელი
|
გამარჯვებული
|
სეზონები
|
კარლო ანჩელოტი |
3 |
2003, 2007, 2014
|
პეპ გვარდიოლა |
2009, 2011, 2013
|
რაიმონ გუტალსი |
2 |
1976, 1978
|
ალექს ფერგიუსონი |
1983, 1991
|
არიგო საკი |
1989, 1990
|
ლუი ვან გალი |
1995, 1997
|
ზინედინ ზიდანი |
2016, 2017
|
დიეგო სიმეონე |
2012, 2018
|
ეროვნების მიხედვით
მოცემულია მწვრთნელთა ტიტულების რაოდენობა მათი ეროვნების მიხედვით.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|
---|
| სანაკრებო |
|
---|
| საკლუბო |
|
---|
| სამოყვარულო | |
---|
| |
|