„ფრაიბურგი“ (გერმ. Sport-Club Freiburg) — გერმანული პროფესიონალური საფეხბურთო კლუბი ქალაქ ფრაიბურგიდან (ბადენ-ვიურტემბერგი). მეორე ბუნდესლიგის ოთხგზის გამარჯვებული.
დაარსდა 1904 წელს. ასპარეზობს გერმანიის ბუნდესლიგაში. 1954 წლიდან კლუბი საშინაო მატჩებს მართავს შვარცვალდ-შტადიონზე, რომელიც 24,900 მაყურებელს იტევს.