ფრედი მერკურისადმი მიძღვნილი კონცერტი — კონცერტი, რომელიც გაიმართა უემბლის სტადიონზე 1992 წლის 20 აპრილს. მას დაესწრო 72.000 მაყურებელი. შოუ გადაიცემოდა 76 ქვეყნის ტელეეთერში.
კონცერტი მიეძღვნა ჯგუფ Queen-ის გარდაცვლილ ვოკალისტ ფრედი მერკურის ხსოვნას და საქველმოქმედო მიზნებს ატარებდა. მისი შემოსავალი გადაირიცხა აივ ინფექციასთან ბრძოლის ფონდში. კონცერტში მონაწილეობა მიიღო ბევრმა ცნობილმა შემსრულებელმა, რომელმაც ფრედი მერკურის ვოკალური პარტიები შეასრულა. მათ მიერ ასევე შესრულებული იქნა საკუთარი კომპოზიციებიც. ეს იყო ჯგუფის წევრ ჯონ დიკონის უკანასკნელი გამოსვლა Queen-ის შემადგენლობაში (თუ არ ჩავთვლით 1997 წელს ელტონ ჯონთან ერთობლივ გამოსვლას).
შესრულებული სიმღერები
შოუზე შესრულებული სიმღერებიდან ოფიციალურ ვიდეოგამოცემებში მოხვდა უფრო მცირე რაოდენობა.