ხუან მოდესტო

ხუან მოდესტო (24 სექტემბერი, 1906, კადისი19 აპრილი, 1969, პრაღა) — ესპანეთის რესპუბლიკური არმიის გენერალი ესპანეთის სამოქალაქო ომის პერიოდში (1936-1939).

ესპანეთის კომუნისტურ პარტიას შეუერთდა 1930 წელს. საბჭოთა კავშირში გავლილი სამხედრო წვრთნის შემდეგ, 1933 წელს ჩაირიცხა ესპანეთის ანტი-ფაშისტურ სამხედრო დაჯგუფებაში. სამოქალაქო ომში რესპუბლიკელთა დამარცხების შემდეგ წავიდა საბჭოთა კავშირში და წითელ არმიას შეუერთდა. იბრძოდა მეორე მსოფლიო ომში და გენერლის წოდებაც მიიღო (1945).

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში