18 ოქტომბერი — გრიგორიანული კალენდრის 291-ე დღე (ნაკიან წლებში – 292-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 74 დღე.
დღის მოვლენები
- 31 : რომის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მოქალაქე სეიანუსი დაიჭირეს და სიკვდილით დასაჯეს.
- 1016 : დანიელები ამარცხებენ ესექსელებს ასანდუნის ბრძოლაში.
- 1685 : საფრანგეთში, ლუი XIV გააუქმა ნანტის ედიქტი, რომელიც პროტექციას უწევდა ფრანგ პროტესტანტებს.
- 1851 : ჰერმან მელვილის „მობი დიკი ანუ თეთრი ვეშაპი“ პირველად ქვეყნდება როგორც „ვეშაპი“ ლონდონელი რიჩარდ ბენტლის მიერ.
- 1867 : აშშ-ს მფლობელობაში გადმოდის ალასკა, რაც ყოველწლიურად აღინიშნება შტატში, როგორც ალასკის დღე.
- 1892 : გაკეთდა პირველი საქალაქთაშორისო კომერციული სატელეფონო ხაზი ნიუ-იორკი - ჩიკაგო.
- 1898 : აშშ-ს მფლობელობაში გადმოდის პუერტო რიკო.
- 1908 : ბელგია იპყრობს კონგოს თავისუფალ სახელმწიფოს.
- 1912 : ბალკანეთის პირველი ომი იწყება.
- 1918 : ჩეხოსლოვაკია აცხადებს დამოუკიდებლობას ავსტრო-უნგრეთის იმპერიისგან.
- 1922 : ბრიტანეთის რადიომაუწყებლობის კომპანია (British Broadcasting Company - BBC), მოგვიანებით კი კორპორაცია, დაფუძნდა კონსორციუმის მიერ, რათა ჩამოეყალიბებინათ ქვეყნის მასშტაბით რადიოგადამცემების ქსელი, რომელიც უზრუნველჰყოფდა ეროვნულ მაუწყებლობას.
- 1925 : გრანდ ოლ' ოპრი, ამერიკის ქანთრი მუსიკის ჰოლი (ნეშვილი, ტენესის შტატი), იხსნება.
- 1941 : იაპონიაში დააპატიმრეს საბჭოთა მზვერავი რიხარდ ზორგე.
- 1944 : ადოლფ ჰიტლერი სცემს განკარგულებას გერმანიის ეროვნული მილიციის ჩამოყალიბებისთვის.
- 1944 : სსრკ იპყრობს ჩეხოსლოვაკიას.
- 1954 : ტექსას ინსტრუმენტსი ქმნის პირველ ტრანზისტორულ რადიომიმღებს.
- 1968 : პოლიციამ ჯონ ლენონისა და იოკო ონოს ბინაში ჩხრეკისას იპოვა მარიჰუანას 168 შეკვრა. მათ ჯარიმად 150 ფუნტი სტერლინგი გადაიხადეს.
- 1969 : „სოიუზ-8“ დაბრუნდა დედამიწაზე.
- 1976 : ნიუ-იორკის მაფიის „ბოსთა ბოსის“, კარლო გამბინოს, დაკრძალვის ცერემინია ნიუ-იორკში. კარლო გამბინო, რომელიც ძილში გარდაიცვალა, ამერიკის ყველაზე გავლენიან მაფიოზად ითვლებოდა. გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევას ვარაუდობენ.
- 1989 : აღმოსავლეთ გერმანიის ლიდერი ერიხ ჰონეკერი გადადგა.
- 1991 : აზერბაიჯანი საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობას აცხადებს.
- 1991 : საბჭოთა კავშირის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის ბოლო სხდომა ჩატარდა.
- 1991 : სსრკ-ს და ისრაელს შორის აღდგა დიპლომატიური ურთიერთობა.
- 1993 : ლატვიაში შემოიღეს ეროვნული ვალიუტა ლატი.
- 1995 : უკრაინა ევროსაბჭოში შევიდა.
- 2007 : კარაჩიში, პაკისტანი, ბენაზირ ბჰუტოს დაბრუნებასთან დაკავშირებულ ორ აფეთქებას 125 ადამიანი ემსხვერპლა.
- 2011 : ჰამასის ხუთწლიანი ტყვეობიდან გაათავისუფლეს ისრაელის არმიის ოფიცერი გილად შალიტი.
- 2020 : ლუის არსე ბოლივიის პრეზიდენტად აირჩიეს.
- 2022 : ულფ კრისტერსონი ოთხი პარტიის შეთანხმების საფუძველზე შვედეთის პრემიერ-მინისტრად აირჩიეს.
ამ დღეს დაბადებულნი
ამ დღეს გარდაცვლილნი
დღესასწაულები
იხილეთ აგრეთვე
სხვა თვეები: