Every Little Thing She Does Is Magic

„Every Little Thing She Does Is Magic“

Every Little Thing She Does Is Magic
სინგლიThe Police
ალბომიდან Ghost in the Machine
B-მხარე Flexible Strategies
გამოსვლის თარიღი 2 ნოემბერი, 1981
ჩაიწერა Le Studio, კვებეკი, კანადა, 1981
ჟანრი ახალი ტალღა
ხანგრძლივობა 4:05 (7" სინგლის ვერსია)
4:16 (ალბომის ვერსია)
ხმისჩამწერი ლეიბლი A&M Records
ავტორ(ებ)ი სტინგი
პროდიუსერი ჰიუ პეჯემი, სტიუარტ კოუპლენდი, სტინგი, ენდი სამერსი
The Police — სინგლების ქრონოლოგია
„Invisible Sun“
(1981)
Every Little Thing She Does Is Magic
(1981)
„Spirits in the Material World“
(1981)

Every Little Thing She Does Is Magicინგლისური როკ-ჯგუფ The Police-ის სინგლი მეოთხე სტუდიური ალბომიდან Ghost in the Machine. სიმღერა, მიუხედავად მეტად მხიარული რითმის და მელოდიისა, შედის ლირიკული სიმღერების რიცხვში, რადგანაც მასში საუბარია ურთიერთობაზე ორ ადამიანს შორის.

სიმღერის შემდეგი სტროფი სტინგმა დაამატა შემდეგი სტუდიური ალბომის სიმღერაში O My God:

Do I have to tell the story
Of a thousand rainy days
Since we first met?
It's a big enough umbrella
But it's always me that ends up getting wet.

იგივე სტრიქონები ჟღერს სტინგის სოლო-სიმღერაში Seven Days (1993).

1981 წლის ნოემბერში სიმღერა მოხვდა ბრიტანეთის ჩარტის სათავეებში.აშშ-ში იგი ჩარტის მესამე პოზიციაზე მოხვდა.

სიმღერები

7": A&M / AMS 8174 (ინგლისი)

  1. Every Little Thing She Does Is Magic - 3:58
  2. Flexible Strategies - 3:44

7": A&M / AMS 9170 (ნიდერლანდები)

  1. Every Little Thing She Does Is Magic - 4:05
  2. Shambelle - 5:10

ჩარტი

1981 უმაღლესი
პოზიცია
ავსტრალია 2
ჰოლანდია 2
ახალი ზელანდია 4
ბრიტანეთი 1
აშშ ბილბორდის 100-ეული 3
აშშ ბილბორდის პოპულარული სიმღერები 1

პერსონალი

2010 წლის ვერსია

„Every Little Thing She Does Is Magic“
სინგლისტინგი
ალბომიდან Symphonicities
გამოსვლის თარიღი 2010
ხმისჩამწერი ლეიბლი Deutsche Grammophon
ავტორ(ებ)ი სტინგი

სიმღერის განსხვავებული ვერსია შეტანილია სტინგის 2010 წლის სტუდიურ ალბომში Symphonicities. ამ დისკში მუსიკოსის მიერ წარმოდგენილი იქნა The Police-ისა და საკუთარი სოლო-კარიერის კომპოზიციების ორკესტრული ვერსიები.

მუსიკოსები 2010 წლის ვერსიაში

  • სტინგი - ვოკალი
  • ჯო ლოური - დამატებითი ვოკალი
  • რობ მეთისი - ფორტეპიანო, აკუსტიკური გიტარა, დირიჟორი
  • დევიდ ფინკი - აკუსტიკური ბასი
  • დევიდ კოსინი - პერკუსია

სქოლიო

  1. UK Singles Charts for the week of November 14, 1981, The Official Charts.
  2. Whitburn, Joel (2004). The Billboard Book of Top 40 Hits, 8th Edition (Billboard Publications), page 497.