Five Finger Death Punch | |
---|---|
Five Finger Death Punch, 2017 | |
ბიოგრაფია | |
აგრეთვე ცნობილი როგორც | 5FDP, FFDP, Death Punch |
დაბ. თარიღი | 2005 |
დაბ. ადგილი | ლას-ვეგასი, ნევადა, აშშ |
ჟანრ(ებ)ი | გრუვ მეტალი, მძიმე მეტალი, მძიმე როკი, ალტერნატიული მეტალი |
აქტიური | 2005-დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი |
The Firm/EMI Prospect Park Spinefarm Records/Universal Music Group |
წევრები | ზოლტან ბატორი, ჯერემი სპენსერი, აივენ ლ. მუდი, ჯეისონ ჰუკი, კრის კაილი |
ყოფილი წევრები | მეტ სნელი, კალებ ენდრიუ ბინემი, დარელ რობერტსი |
საიტი | fivefingerdeathpunch.com |
Five Finger Death Punch ვიკისაწყობში |
Five Finger Death Punch (ასევე მოიხსენიება, როგორც FFDP ან 5FDP) — ამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფი ლას-ვეგასიდან, ნევადა. ჩამოყალიბდა 2005 წელს, ჯგუფის სახელი მომდინარეობს კლასიკური საბრძოლო ჟანრის ფილმიდან. ჯგუფი თავდაპირველად შედგებოდა ვოკალისტ აივენ მუდის, გიტარისტ ზოლტან ბატორის, გიტარისტ კალებ ენდრიუ ბინემის, ბასისტ მეტ სნელისა და დრამერ ჯერემი სპენსერისგან. 2006 წელს ბინემი გიტარისტმა დარელ რობერტსმა ჩაანაცვლა, რომელიც 2009 წელს ჯეისონ ჰუკმა შეცვალა. 2010 წელს ბასისტი მეტ სნელი ჯგუფიდან გაუშვეს, 2011 წელს მისი ადგილი კრის კაილმა დაიკავა.
ჯგუფის პირველი ალბომი The Way of the Fist 2007 წელს გამოვიდა. ალბომის გამოშვების შემდეგ ჯგუფმა საკმაოდ სწრაფად მოიპოვა პოპულარობა. რიგით მეორე ალბომმა War Is the Answer მათი პოპულარობა კიდევ უფრო გაზარდა. თითოეული ალბომი 500 ათასზე მეტ ეგზემპლარად გაიყიდა, რითაც RIAA-ს ოქროს ჯილდოები მოიპოვა. ჯგუფის მესამე ალბომი, სახელწოდებით American Capitalist 2011 წლის 11 ოქტომბერს გამოვიდა და ოქროს ალბომის სტატუსი ერთ წელზე ნაკლებ ხანში მოიპოვა. ჯგუფი უკრავს ისეთ საერთაშორისო ფესტივალებზე, როგორებიცაა Mayhem Festival (2008, 2009 და 2013) და Download Festival (2009, 2010, 2013 და 2015).
ამჟამინდელი წევრები
|
ყოფილი წევრები
|
|