Front Line Defenders

Front Line Defenders
შეიქმნა 2001
ტიპი არაკომერციული ორგანიზაცია
არასამთავრობო ორგანოზაცია
მიზანი ადამიანის უფლებების დაცვა
ქვეყანა ირლანდიის რესპუბლიკა
frontlinedefenders.org

Front Line Defenders ასევე, ცნობილი როგორც ადამიანის უფლებების დამცველთა დაცვის საერთაშორისო ფონდი ― ირლანდიაში დაფუძნებული ადამიანის უფლებების ორგანიზაცია. დაარსდა 2001 წელს დუბლინში, ირლანდიაში, იმათ დასაცავად, ვინც ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის შესაბამისად, არაძალადობრივი მეთოდებით სხვა ადამიანების უფლებებს იცავენ.

ისტორია

ორგანიზაცია Amnesty International-ის ირლანდიის სექციის ყოფილმა დირექტორმა, მერი ლოულორმა დააფუძნა ბიზნესმენისა და ქველმოქმედის, დენის ო'ბრიენის 3 მილიონიანი შემოწირულობით. Front Line Defenders გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს სპეციალური საკონსულტაციო სტატუსი და ადამიანის უფლებათა აფრიკული კომისიის დამკვირვებლის სტატუსი აქვს.

2006 წელს ორგანიზაციის ევროპის კავშირის ოფისი ბრიუსელში დააფუძნა.

2007 წელს ორგანიზაციას მეფე ბოდუენის საერთაშორისო განვითარების პრემია, ხოლო 2018 წელს გაეროს პრემია ადამიანის უფლებების დარგში. 2014 წლის 3 ივლისს, ირლანდიაში საფრანგეთის ელჩმა, ჟან-პიერ ტიბომ, საფრანგეთის მთავრობის სახელით ლოულორი საპატიო ლეგიონის ორდენით დააჯილდოვა.

Front Line Defenders-ის მიზანია ადამიანის უფლებების დამცველებს, როგორც სოციალური ცვლილებების მთავარ აგენტებს, შევიწროების, დაშინებისა და დაპატიმრების რისკის გარეშე საქმიანობის შესაძლებლობა ჰქონდეთ.

2021 წლის ოქტომბერში ორგანიზაციამ დაამტკიცა, რომ პალესტინელი მოქალაქეების ნაწილი, რომლებიც ისრაელის მიერ უკანონოდ გამოცხადებულ ადამიანის უფლებათა დამცველ ჯგუფებს მიეკუთვნებოდნენ, ისრაელის ტექნოლოგიური კომპანიის, NSO Group-ის ჯაშუშური ტექნოლოგიების სამიზნე იყვნენ.

ჯილდო

2005 წელს ორგანიზაციამ რისკის ქვეს მყოფი ადამიანის უფლებების დამცველების ჯილდო დააწესა, რომელიც ადამიანის უფლებათა იმ დამცველებს გადაეცემა, რომელთაც „არაძალადობრივი საქმიანობით უშიშრად სხვა ადამიანების უფლებების დაცვასა და ხელშეწყობაში წარმოუდგენელი ღვაწლი აქვთ, ხშირად თავად დიდი რისკის ქვეშ ყოფნის მიუხედავად“. ჯილდო საერთაშორისოდაა აღიარებული და გამარჯვებულს 15 000 ევრო გადაეცემა.

დაარსებიდან პრემიის ლაურეატები არიან:

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. GRID Release 2017-05-22 — 2017-05-22 — 2017. — doi:10.6084/M9.FIGSHARE.5032286
  2. Kingsley, Patrick; Bergman, Ronen. Palestinians Were Targeted by Israeli Firm’s Spyware, Experts Say (8 November 2021). ციტირების თარიღი: 8 November 2021
  3. Srivastava, Mehul. EU-funded West Bank activists hacked by Pegasus spyware, says rights group (8 November 2021). ციტირების თარიღი: 8 November 2021
  4. Nomination opens for the 2016 Front Line Defenders Award დაარქივებული 2017-10-19 საიტზე Wayback Machine. , Awid.org, 20 January 2016
  5. The Front Line Defenders Award for Human Rights Defenders at Risk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-02-15. ციტირების თარიღი: 2016-03-12 Front Line Defenders.
  6. Thoolen, Hans (12 September 2015). 2015 Front Line Defenders Award to Chinese Guo Feixiong (Yang Maodong) Hans Thoolen on Human Rights Defenders. Retrieved 12 March 2016.
  7. La activista hondureña Ana Mirian Romero recibe premio "Front Line Defenders" დაარქივებული 2017-12-01 საიტზე Wayback Machine. , Efe.com, 10 June 2016
  8. Sorcha Pollak, Crimean Tatar lawyer honoured at Dublin ceremony, Irishtimes.com, 26 May 2017