Grateful Dead | |
---|---|
ჯგუფი 1970 წელს: ბილ კროიცმანი, რონ „Pigpen“ მაკ-კერნენი, ჯერი გარსია, ბობ უაირი, მიკი ჰარტი, ფილ ლეში. | |
ბიოგრაფია | |
წარმოშობა | პალო-ალტო, კალიფორნია, აშშ |
ჟანრ(ებ)ი | როკი |
აქტიური | 1965–1995, 2015 |
ლეიბლ(ებ)ი | Warner Bros., Grateful Dead, Arista, Rhino |
ყოფილი წევრები |
ჯერი გარსია ბობ უაირი ფილ ლეში ბილ კროიცმანი როკ მაკ-კერნენი რობერტ ჰანტერი მიკი ჰარტი ტომ კონსტანტენი კით გადჩო დონა გადჩო ბრენტ მაიდლენდი ვინს უელნიკი |
საიტი | dead.net |
Grateful Dead ვიკისაწყობში |
Grateful Dead — ამერიკული როკ-ჯგუფი, ჩამოყალიბებული 1965 წელს პალო-ალტოში (კალიფორნია). ჯგუფი ცნობილი გახდა გამორჩეული სტილით, რომელშიც შერწყმული იყო როკის, იმპროვიზაციული ჯაზის, ფსიქოდელიური როკისა და სპეის-როკის ელემენტები, და სცენაზე გამოსვლისას ხანგრძლივი მუსიკალური იმპროვიზაციებით. ლენი კეი წერს: „მათი მუსიკა ეხება სფეროს, რომელიც სხვა ჯგუფებისთვის ჯერ უცნობია.“ სხვადასხვა გავლენით ჯგუფის მუსიკა ჩამოყალიბდა გამორჩეულ ფსიქოდელიურ ჟღერადობად, რამაც Grateful Dead აქცია „ჯემ-ბენდების სამყაროს ნათლიებად.“ Rolling Stone-მა ისინი ყველა დროის უდიდესი შემსრულებლების სიაში #57 ადგილზე დაასახელა. 1994 წელს ჯგუფი შეყვანილი იქნა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში, ხოლო ჯგუფის მიერ 1977 წლის 8 მაისს კორნელის უნივერსიტეტში ჩატარებული კონცერტი შეტანილია კონგრესის ბიბლიოთეკის ეროვნული ჩანაწერების რეესტრში. მსოფლიო მასშტაბით ჯგუფს გაყიდული აქვს 35 მილიონზე მეტი ალბომი.
Grateful Dead დაარსდა სან-ფრანცისკოს ყურის ტერიტორიაზე, 1960-იანი წლების კონტრკულტურის პოპულარობის ზრდისას. დამაარსებლები იყვნენ ჯერი გარსია (ელექტრონული გიტარა, ვოკალი), ბობ უაირი (გიტარა, ვოკალი), რონ მაკ-კერნენი (კლავიშებიანები, ჰარმონიკა, ვოკალი), ფილ ლეში (ბას-გიტარა, ვოკალი) და ბილ კროიცმანი (დასარტყმელი საკრავები). წევრები ერთად სან-ფრანცისკოს სხვადასხვა ჯგუფთან გამოდიოდნენ, მათ შორის Mother McCree's Uptown Jug Champions-ში და The Warlocks-ში. უკანასკნელში შემოერთებული უკანასკნელი წევრი იყო ლეში. მოგვიანებით The Warlocks Grateful Dead-ად გარდაიქმნა. ლეშმა ჩაანაცვლა დანა მორგან უმცროსი, რომელიც ბას-გიტარაზე რამდენიმე კონცერტზე უკრავდა. მაკ-კერნენის გარდა (რომელიც 1973 წელს გარდაიცვალა), 30 წლის განმავლობაში შემადგენლობა იგივე დარჩა. ჯგუფის დიდი ხნის წევრები აგრეთვე არიან მიკი ჰარტი (დასარტყმელი საკრავები, 1967–1971, 1974–1995, 2015), კით გადჩო (კლავიშებიანები, 1971–1979), დონა გადჩო (ვოკალი, 1972–1979), ბრენტ მაიდლენდი (კლავიშებიანები, ვოკალები, 1979–1990) და ვინს უელნიკი (კლავიშებიანები, 1990–1995). პიანისტი ბრიუს ჰორნსბი 1990-1992 წლებში ჯგუფის კონცერტების დროს კლავიშისტის სახით გამოდიოდა, თუმცა მანამდე და მოგვიანებით Grateful Dead-თან დროდადრო უკრავდა.
ჯგუფის თაყვანისმცემლებს, რომლებიც ცნობილები არიან ერთგულებით ადრეული წლებიდან და ყველა კონცერტზე დასწრებით, უწოდებენ "Deadheads". როგორც Grateful Dead, ასევე მსმენელებიც წარმოადგენენ ჰიპების მოძრაობის ისტორიას. ჯგუფის ყოფილი წევრები სხვა მუსიკოსებთან ერთად, 2003, 2004 და 2009 წლებში გამოდიოდნენ სახელით The Dead, ხოლო მანამდე, 1998, 2000, 2002 წლებში - The Other Ones-ის სახით. არსებობს ჯგუფის რამდენიმე თანამედროვე შემადგენლობა - Furthur, Phil Lesh & Friends, Bob Weir & Ratdog და Rhythm Devils, რომელშიც შედიან მიკი ჰარტი და ბილ კროიცმანი. ცნობილია, რომ ჯგუფი 50 წლიანი იუბილეს აღსანიშნავად შეკრებას აპირებს.
|