Internet Archive | |
---|---|
საიტი | Archive.org |
კომერციულობა | არა |
საიტის ტიპი | ელექტრონული ბიბლიოთეკა |
ხელმისაწვდომი ენა | ინგლისური |
დამფუძნებელი | ბრიუსტერ კეილი |
გაეშვა | 12 მაისი, 1996 |
Alexa-ს რეიტინგი | 260 (ოქტომბერი, 2016) |
ამჟამინდელი სტატუსი | აქტიური |
Internet Archive (ქართ. ინტერნეტ არქივი) — არაკომერციული ელექტრონული ბიბლიოთეკა, რომელიც დაფუძნდა 1996 წელს სან-ფრანცისკოში, ბრიუსტერ კეილის მიერ. არქივი აგროვებს ვებგვერდების ასლებს, გრაფიკულ მასალებს, ვიდეო-აუდიო ჩანაწერებს, სურათებს, ვიდეო თამაშებს და პროგრამულ უზრუნველყოფას. იგი მოიცავს 3 მილიონამდე საერთო მოხმარების წიგნს. Internet Archive უზრუნველყოფს მოძიებული მასალების გრძელვადიან არქივაციას და თავის მონაცემთა ბაზაზე უფასოდ წვდომას პუბლიკისთვის. მისი მიზანი არის ცივილიზაციის კულტურულ-ისტორიული ფასეულობების შენარჩუნება ინტერნეტის ეპოქაში და ელექტრონული ბიბლიოთეკის შექმნა და მხარდაჭერა. 2014 წლის მონაცემით, არქივის მოცულობა შეადგენდა 15 პეტაბაიტს, ხოლო 2016 წლის მონაცემით იგი მოიცავს ვებგვერდების 502 მილიარდ ასლს.
არქივი მომხმარებლებს აძლევს ციფრული მასალების ატვირთვა/ჩამოტვირთვის საშუალებას, თუმცა მონაცემების უმეტესობა გროვდება ავტომატურად, სხვადასხვა საძიებო სისტემების მეშვეობით. მისი ვებარქივია Wayback Machine, რაზეც ხელმისაწვდომია საიტების 150 მილიარდამდე სკრინშოტი.
ბიბლიოთეკის ყოველწლიური ბიუჯეტი არის 10 მილიონი ამერიკული დოლარი და შემოსავალს ღებულობს სხვადასხვა წყაროებიდან: გრანტები, შემოწირებულობები და ა.შ. შტაბ-ბინა მდებარეობს სან-ფრანცისკოში, კალიფორნია და ჰყავს 200-მდე თანამშრომელი, რომელთა უმეტესობა მუშაობს წიგნების სკანირების ცენტრში. არქივს აქვს მონაცემთა ცენტრები კალიფორნიის სამ ქალაქში: სან-ფრანცისკო, რედვუდ-სიტი, რიჩმონდი. იგი არის International Internet Preservation Consortium-ის წევრი (ბიბლიოთეკების საერთაშორისო ორგანიზაცია). 2007 წელს ოფიციალურად მიენიჭა ბიბლიოთეკის სტატუსი.
|date=
-ში (დახმარება)|date=
-ში (დახმარება)|date=
-ში (დახმარება)