Led Zeppelin III — ინგლისური მძიმე როკ-ჯგუფ ლედ ზეპელინის მესამე სტუდიური ალბომი. იგი ჩაწერილია 1970 წლის იანვარში-ივლისში. მუსიკალურად, ამ ნაშრომში უფრო გამოკვეთილია ფოლკური და აკუსტიკური ჟღერადობა. ამან ძალიან გააკვირვა მრავალი მსმენელი თუ კრიტიკოსი და რეაქციაც არაერთგვაროვანი იყო. დღესდღეობით ეს დისკი ითვლება ჯგუფში სტილისტური ცვლილებების ათვლის წერტილად.
გარეკანი
Led Zeppelin III თავისი დროისათვის იყო ნოვატორული შეფუთვა, რომელიც შექმნა დიზაინერმა ზაკრონმა.
გარეკანის გარე და შიდა მხარეზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ნივთისა თუ მოძრავი ობიექტის სიურეალისტური კოლაჟები. ყველა ობიექტი ერთმანეთს უკავშირდებოდა ფრენის თემით. გარეკანის შიდა მხარეს მიმაგრებული იყო დისკოს ფორმის კიდევ ერთი მუყაო, რომელზეც ასევე იყო გამოსახული მსგავსი თემატიკის მქონე ნივთები. მათი ხილვა შესაძლებელი იყო ამ, შიდა ფენის შემობრუნებით (შიდა მხრიდან მას სპეციალური სამაგრი ჰქონდა), წინა გარეკანზე ამოჭრილი ნახვრეტებიდან. ასეთი ჩანაფიქრის გადატანა კომპაქტ-დისკის გამოცემაში შეუძლებელი აჩმოჩნდა, თუმცა იაპონურ გამოცემებში სპეციალურად იქნა გამეორებული კონვერტის ზუსტი დიზაინი.
სიმღერების სია
დელუქს გამოცემის დამატებები
|
1. | „The Immigrant Song“ (ალტერნატიული მიქსი) | პეიჯი, პლანტი | 2:27 |
2. | „Friends“ (ვოკალის გარეშე) | პეიჯი, პლანტი | 3:43 |
3. | „Celebration Day“ (ალტერნატიული მიქსი) | ჯოუნსი, პეიჯი, პლანტი | 3:18 |
4. | „Since I've Been Loving You“ (პირველი ჩანაწერის პირველი მიქსი) | ჯოუნსი, პეიჯი, პლანტი | 7:16 |
5. | „Bathroom Sound“ (ვოკალის გარეშე) | ბონემი, პეიჯი, პლანტი | 4:00 |
6. | „Gallows Pole“ (პირველი მიქსი) | ხალხური, პეიჯი, პლანტი | 5:17 |
7. | „That's the Way“ (პირველი მიქსი ციმბალით და შებრუნებული ექოთი) | პეიჯი, პლანტი | 5:22 |
8. | „Jennings Farm Blues“ (პირველი მიქსი იმავე დღის გიტარების დამატებებით) | ჯოუნსი, პეიჯი, პლანტი | 5:54 |
9. | „Key to the Highway/Trouble in Mind“ (პირველი მიქსი) | ჩარლი სეგერი, რიჩარდ მ. ჯოუნსი | 4:05 |
ჩარტები
ალბომი
- ორიგინალური გამოცემა
|
- 2014 წლის გამოცემა
სინგლები
წელი
|
სინგლი
|
ჩარტი
|
უმაღლესი პოზიცია
|
1970 (გამოცემა) 1971 (უმაღლესი პოზიცია)
|
„Immigrant Song“/ „Hey, Hey, What Can I Do“
|
Billboard-ის 100 ცხელი სინგლი
|
16
|
|
სერტიფიცირებები
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო