ტიპი | საზოგადო |
---|---|
დარგი | ფინანსური მომსახურება |
დაფუძნდა | დეკემბერი, 1998 |
სათავო ოფისი | პალო ალტო, კალიფორნია, აშშ |
შემოსავალი | 9.24 მილიარდი (2015) |
საწარმოო შემოსავალი | 1.46 მილიარდი (2015) |
მფლობელი |
დამოუკიდებელი (1998-2002, 2015-დღემდე) eBay (2002-2014) |
თანამშრომელი | 15,800 (2015) |
საიტი | paypal.com |
Paypal — ელექტრონული საგადასახადო სისტემა, რომელიც ახორციელებს თანხის გადარიცხვის ოპერაციებს ინტერნეტის საშუალებით. დღეისათვის იგი მუშაობს 190 სახელმწიფოში და ჰყავს 164 მილიონზე მეტი დარეგისტრირებული მომხმარებელი. პეიპალი მუშაობს 17 ეროვნულ ვალუტაზე. 2002 წლიდან მოყოლებული 2014 წლამდე იყო ცნობილი ინტერნეტ აუქციონის, eBay-ს მფლობელობაში. დაარსდა 1998 წელს, როგორც პორტატიული ხელსაწყოების უსაფრთხოების პროგრამების მწარმოებელი. 2015 წლიდან არის დამოუკიდებელი კომპანია.