კომპანიის ლოგო | |
კომპანიის შტაბ-ბინა პალო-ალტოში | |
ყოფილი სახელწოდება |
Tesla Motors, Inc. (2003–2017) |
---|---|
ტიპი | საზოგადო |
დაფუძნდა | 1 ივლისი, 2003 |
დამაარსებელი |
|
პროდუქცია | |
შემოსავალი | 21.461 მილიარდი აშშ დოლარი (2018) |
საწარმოო შემოსავალი | -0.388 მილიარდი აშშ დოლარი (2018) |
სუფთა მოგება | −0.976 მილიარდი აშშ დოლარი |
მფლობელი | ილონ მასკი (21.9%) |
თანამშრომელი | 45,000 (2018) |
შვილობილ(ებ)ი | |
საიტი | tesla.com |
Tesla, Inc (ადრე Tesla Motors, Inc.) — ამერიკული ავტომშნებელი და ენერგოკომპანია, დაფუძნებული ქალაქ პალო-ალტოში, კალიფორნიაში. კომპანია დაკავებულია ელექტრომობილების და მზის პანელების წარმოებით. მისი ქარხნები განლაგებულია ნევადასა და კალიფორნიაში. 2018 წლის ივნისის მონაცემებით „Tesla“ ყიდის Model S, Model X და Model 3 ავტომობილებს, Powerwall და Powerpack ბატარეებს, მზის პანელებს და სხვა პროდუქციას.
კომპანია „Tesla“ დაარსდა 2003 წლის ივლისში, ბიზნესმენების მარტინ ებერჰარდის და მარკ ტრაპენინგის მიერ „Tesla Motors“-ის სახელით. კომპანიის სახელწოდება მომდინარეობს ფიზიკოს ნიკოლა ტესლას სახელისგან. კომპანიას დაფინანსების ადრეულ ეტაპზე შემოუერთდნენ ილონ მასკი, ჯეფრი ბრაიან შტრობელი და იან რაიტი. მიუხედავად ამისა, თავად კომპანია ამ უკანასკნელთ თანადამფუძნებლებად მიიჩნევს. 2017 წელს კომპანიას შეეცვალა სახელი და დაერქვა „Tesla“.
კომპანია Tesla (დაფუძნებული როგორც Tesla Motors) დარეგისტრირდა 2003 წლის 1 ივლისს მარტინ ებერხარდის და მარკ ტარპენინგის მიერ. 2004 წლის თებერვალში სამმა დამფუძნებელმა მოიზიდა 7,5 მილიონ აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციები, ამასთანავე ილონ მასკმა შეიტანა 6,5 მილიონი აშშ დოლარი. მასკი გახდა დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და გენერალურ დირექტორად ებერხარდი დანიშნა.
Tesla-მ ავტომობილის პირველი პროტოტიპები ოფიციალურად წარადგინა 2006 წლის 19 ივლისს სანტა-მონიკაში (კალიფორნია).
2006 წელს მასკმა მოახერხა 100 მილიონი დოლარის მოზიდვა. შედეგად Tesla-მ დაიწყო თავისი პირველი მოდელის Roadster-ის წარმოება 2008 წელს.
2010 წლის იანვარში Tesla-მ აშშ-ს ენერგეტიკის სამინისტროსგან 465 მილიონ დოლარის ოდენობის სესხი მიიღო, რომელიც კომპანიამ დაფარა 2013 წელს.
2010 წლის მაისში Model S-ის წარმოებისთვის Tesla-მ დაიწყო ფრიმონტში (კალიფორნია) ფაბრიკის მშენებლობა.
2010 წლის 29 ივნისს Tesla-მ დაიწყო აქციების პირველადი საჯარო განთავსება (IPO) NASDAQ-ზე და მოიზიდა 226 მილიონი დოლარი, ამავდროულად ის გახდა პირველი ამერიკული კომპანია, რომელმაც Ford Motor-ის 1956 წლის წარმატების შემდეგ განახორციელა IPO.
2012 წლის ივნისში Tesla-მ დაიწყო თავისი მეორე ავტომობილის — Model S-ის წარმოება. 2017 წლის ივლისში კი — სედანი Model 3-ის გაყიდვები.
2019 წლის 14 მარტს წარმოდგენილ იქნა ახალი ელექტრომობილი Tesla Model Y.
2020 წლის ნოემბერში Tesla-მ, Uber-მა და კიდევ 26 ამერიკულმა კომპანიამ დააარსა ორგანიზაცია Zero Emission Transport Association (ZETA), რომელიც იქნება დაკავებული აშშ-ში ელექტრომობილების რაოდენობის ზრდის ლობირებით.
2021 წლის 25 ოქტომბერს კომპანიის კაპიტალიზაციამ გადააჭარბა 1 ტრილიონ დოლარს.