The Don Killuminati: The 7 Day Theory | ||||
---|---|---|---|---|
სტუდიური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი |
5 ნოემბერი, 1996 (აშშ) 23 აპრილი 2001 (გაერთიანებული სამეფო) | |||
ჩაიწერა | 1–7 აგვისტო, 1996; Can-Am Studios, (ტარზანა, ლოს-ანჯელესი) | |||
ჟანრი | ჰიპ-ჰოპი, განგსტა-რეპი | |||
ხანგრძლივობა | 59:24 | |||
ლეიბლი | Death Row, Makaveli, Interscope Records | |||
პროდიუსერი |
Simon (აღმასრ.), დერილ ჰარპერი, Hurt-M-Badd, მაკაველი, რეჯი მური, დემეტრიუს შიპი, კევინ ლუისი, ტომი დოერტი, ლენს პიერი და ჯასტინ იშემი | |||
ტუპაკ შაკური — ქრონოლოგია | ||||
| ||||
სინგლები ალბომიდან The Don Killuminati: The 7 Day Theory | ||||
|
მიმოხილვების ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
Allmusic | |
MVRemixReview | (9/10) |
RapReviews | (7.5/10) |
RS Album Guide | |
XXL |
The Don Killuminati: The 7 Day Theory — ამერიკელი რეპერ ტუპაკ შაკურის მეხუთე და უკანასკნელი სტუდიური ალბომი, ჩაწერილი მის მკვლელობამდე. ყველაფერი, რაც მასში არის შეტანილი, დაწყებული სიმღერებიდან, დამთავრებული გარეკანით (სკანდალური ყდით, რომელზეც ტუპაკი ჯვარზე გაკრულია გამოსახული) მომზადდა ზუსტად შვიდ დღეში - 1996 წლის აგვისტოში. ყველა ტექსტი დაიწერა და ჩაიწერა სამ დღეში, ხოლო ხმის მიქსი განხორციელდა ზუსტად ოთხ დღეში. The Don Killuminati: The 7 Day Theory, რომელიც გამოიცა შაკურის გარდაცვალებიდან ორი თვის შემდეგ, 1996 წლის 5 ნოემბერს, ყველაფერთან ერთად, არის რეპერის აგრესიული განწყობით სავსე. იგი თავის ზიზღს გამოხატავს მთლიანად შოუ-ბიზნესის, ზოგიერთი ყოფილი მეგობრისა და მასმედიის მიმართ. დისკმა დიდი ინტერესი გამოიწვია - გამოსვლიდან მხოლოდ პირველ კვირაში გაიყიდა 663.000 ასლი - ამით შაკური ჰიპ-ჰოპის ისტორიაში პირველ ადამიანად იქცა, რომელსაც ორი #1 ალბომი გააჩნდა. მოგვიანებით დისკი შვიდი მილიონი ასლის რაოდენობით გაიყიდა აშშ-ში, ხოლო მსოფლიო მასშტაბით - 28 მილიონი გაიყიდა.
ალბომის ცენტრალური თემას უეჭველად, წარმოადგენდა მკვდრეთით აღდგომა. ტუპაკის გარდაქმნას ხაზს უსვამს წარწერა Exit 2Pac, Enter Makaveli.
ალბომში აქა-იქ ჟღერს რიცხვთან 7 დაკავშირებული ალუზიები, რამაც გამოიწვია უამრავი თეორია ტუპაკის გარდაცვალების შესახებ. ძირითადად, ყველა თეორია ერთი და იგივე დასკვნით მთავრდება - თითქოს ტუპაკი ცოცხალია.
ასეთი გზავნილებით და ბიბლიურ სიუჟეტებთან პარალელებით ალბომმა უამრავი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, რასაც დაემატა მისი უცნაური ყდა, რომელზეც მხატვარმა ტუპაკი გამოსახა ჯვარზე გაკრული, თუმცა გარეკანზე ნათლად იქნა გამოტანილი გზავნილი, რომ ეს არ არის იესო ქრისტესადმი უპატივცემლობის ნიშანი და მხოლოდ სიმბოლურ დატვირთვას ატარებს.
ამ ე.წ. '7 დღის თეორიის' სასარგებლოდ მეტყველებს ზედმეტსახელი, რომელიც ტუპაკმა თავისი 'გარდაქმნის' წინ აირჩია. ნიკოლო მაკიაველი თვლიდა, რომ ხოლმე მტრებთან ბრძოლის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა საკუთარი გარდაცვალების განსახიერება. ციფრი 7 ასევე ფიგურირებს პირველ კომპოზიციაში Bomb First - 7 გასროლის სახით.
ამ მხრივ, თუ All Eyez on Me, რეპერის წინა დისკი, განიხილებოდა, როგორც სიცოცხლის სიმბოლო, The Don Killuminati: The 7 Day Theory უფრო ბნელი ტონის მატარებელია. ტუპაკის მიერ შესრულებული რეპის სტილისტიკა და ინტონაცია კვლავ ემოციურია, მაგრამ ალბომის დაწყებიდან ბოლო კომპოზიციამდე სულ უფრო აგრესიული ხდება. მასში ჟღერს უცენზურო ფრაზები როგორც The Notorious B.I.G.-ის, პაფ დედის, მობ დიპის, ნესის, ასევე ჯეი-ზისა და დრ.დრეს მისამართით. მაგრამ ასევე ცნობილია, რომ პარალელურად, ტუპაკმა აღადგინა მეგობრული ურთიერთობა ნესთან. ალბომის მომზადებისას იგი აპირებდა ამ ფრაზების ამოშლას, მაგრამ მოკლული იქნა რამდენიმე დღის შემდეგ. რეპერმა Young Noble დაადასტურა ერთ-ერთ ინტერვიუში, რომ ნესის I Gave You Power იქცა სიმღერის Me and My Girlfriend გავლენად.
ალბომის All Eyez on Me გამოსვლიდან 6 თვის თავზე შაკურმა დაიწყო მუშაობა ახალ სტუდიურ დისკზე. იგი იწერებოდა სტუდიაში Can-Am (კალიფორნია). სესიები სულ 3 დღეს გაგრძელდა, 1996 წლის აგვისტოში. ამ პერიოდში დასრულებული იქნა 20 სიმღერა, საიდანაც ალბომზე მოხვდა მხოლოდ 12. დისკში, განსხვავებით წინა სტუდიური ჩანაწერისგან, არ გამოჩნდა ბევრი მოწვეული და განსაკუთრებულად ცნობილი სტუმარი. რეპი ნაწილობრივ ჩაწერილი იქნა ტუპაკის ჯგუფის The Outlawz მიერ. ერთადერთი ასეთი რეპი, რომელიც არ ჩაწერილა ამ სტუდიაში, აღებულია რეპერის Bad Azz სიმღერიდან.
ალბომის გარეკანზე გამოსახულია თავად ტუპაკი, რომელიც ჯვარზეა გაკრული. ამასთან, გარეკანზე მითითებულია, რომ ეს სურათი ქრისტიანობის შეურაცხყოფის მიზნით არ შეიქმნა. გარეკანის აზრს მიხვდნენ თავად ტუპაკთან დაახლოებულ ადამიანები და მისი მოყვარულები - უკანასკნელ დროს მასმედიამ ტუპაკი თითქოს ჯვარს აცვა იმით, რომ მუდმივად აშუქებდა მის ცხოვრებას და ბევრ საკითხში უმიზეზოდ სდებდა ბრალს.
# | სახელწოდება | მოწვეული შემსრულებელი | ხანგრძლივობა |
---|---|---|---|
1. | „Intro/Bomb First (My Second Reply)“ | E.D.I. Mean და Young Noble | 4:57 |
2. | „Hail Mary“ | Kastro, Prince Ital Joe, იაკი კადაფი და Young Noble | 5:09 |
3. | „Toss It Up“ | აარონ ჰოლი, დენი ბოი, K-Ci & JoJo | 5:06 |
4. | „To Live & Die in LA“ | ველ იანგი | 4:33 |
5. | „Blasphemy“ | Prince Ital Joe და ჯამალა ლეზენი | 4:38 |
6. | „Life of an Outlaw“ | Bo-Roc, Young Noble, E.D.I. Mean, Kastro და Napoleon | 4:54 |
7. | „Just Like Daddy“ | E.D.I. Mean, იაკი კადაფი, Young Noble და ველ იანგი | 5:08 |
8. | „Krazy“ | Bad Azz | 5:15 |
9. | „White Man'z World“ | დერილ ჰარპერი | 5:38 |
10. | „Me and My Girlfriend“ | ვირჯინია სლიმი | 5:08 |
11. | „Hold Ya Head“ | Hurt-M-Badd | 3:58 |
12. | „Against All Odds“ | 4:37 |
Charts positions | უმაღლესი პოზიციები |
---|---|
ავსტრალიის ალბომების ჩარტი | 37 |
გერმანია | 5 |
ჰოლანდიის ალბომების ჩარტი | 61 |
ახალი ზელანდიის ალბომების ჩარტი | 17 |
შვედეთის ალბომების ჩარტი | 28 |
ბრიტანეთის ალბომების ჩარტი | 53 |
ბრიტანეთის R&B ალბომების ჩარტები | 9 |
აშშ Billboard 200 | 1 |
აშშ Top R&B/Hip Hop Albums | 1 |
რეგიონი | სერტიფიცირება | გაყიდვები |
---|---|---|
კანადა (Music Canada) | ოქრო | 50 000^ |
გაერთიანებული სამეფო (BPI) | ვერცხლი | 60 000^ |
აშშ (RIAA) | 4× პლატინა | 4 000 000^ |
^გაყიდვების მონაცემები მხოლოდ სერტიფიცირებაზე დაყრდნობით (გაყიდული პარტიები) |