Twitter

X
საიტი twitter.com
სლოგანი ინგლ. What's happening?
ქართ. რა ხდება?
საიტის ტიპი სოციალური ქსელი, მიკრობლოგინგი
რეგისტრაცია აუცილებელი
ხელმისაწვდომი ენა ინგლისური, ესპანური, კორეული, იაპონური, გერმანული, ფრანგული, იტალიური
მფლობელი X Corp.
შემქნელი ჯეკ დორსი, ევან უილიამსი, ბიზ სტოუნი
შემოსავალი 140 მლნ აშშ დოლარი (2010)

Twitter, ამჟამად რებრენდინგის პროცესში X — საიტი, რომელსაც ფლობს X Corp., Twitter Inc.-ის მემკვიდრე. იგი მოიცავს სოციალური ქსელისა და მიკრობლოგინგის სერვისებს. მომხმარებლებს შეუძლიათ გაგზავნონ და წაიკითხონ შეტყობინებები — „ტვიტები“ (tweets). ტვიტი არის 280-ამდე (ან 140-მდე — ჩინური, იაპონური და კორეული დამწერლობებისთვის; ასევე, 2017 წლამდე — ყველა დამწერლობისთვის) სიმბოლოსგან შემდგარი ტექსტური პოსტი, რომელიც მომხმარებლის გვერდზე ჩანს.

მომხმარებლებს შეუძლიათ მიიღონ და გაგზავნონ ტვიტები ტვიტერის ვებგვერდის, თავსებადი გარე აპლიკაციების, ან მოკლეტექსტური შეტყობინების სერვისის მეშვეობით. ვებსაიტის მთავარი ოფისი მდებარეობს სან-ფრანცისკოში, კალიფორნიის შტატში. ტვიტერს ოფისები და სერვერები აქვს აგრეთვე სან-ანტონიოსა და ბოსტონში.

2006 წლიდან ტვიტერმა მოიპოვა მსოფლიო პოპულარობა. დღესდღეობით მას ჰყავს დაახლოებით 190 მილიონი მომხმარებელი და ყოველდღიურად აგენერირებს 65 მილიონ შეტყობინებას. ზოგჯერ მას „ინტერნეტის SMS“-ს უწოდებენ.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. http://bits.blogs.nytimes.com/2009/07/15/hacker-exposes-private-twitter-documents/?hpw.
  2. Using Twitter With Your Phone. Twitter Support. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-03-15. ციტატა: „We currently support 2-way (sending and receiving) Twitter SMS via short codes and 1-way (sending only) via long codes.“ ციტირების თარიღი: 2010-06-01.
  3. twitter.com - Quantcast Audience Profile. Quantcast.com. ციტირების თარიღი: 2010-10-30.
  4. D'Monte, Leslie. (April 29, 2009) Swine flu's tweet tweet causes online flutter. Business Standard. ციტატა: „Also known as the 'SMS of the internet', Twitter is a free social networking and micro-blogging service“ ციტირების თარიღი: May 28, 2009.