„Up the Khyber“ | ||||
---|---|---|---|---|
სიმღერა — პინკ ფლოიდი | ||||
ალბომიდან More | ||||
გამომცემელი | Lupus Music Co. Ltd | |||
გამოსვლის თარიღი |
13 ივნისი 1969 (ბრიტანეთი) 9 აგვისტო 1969 (აშშ) | |||
ჩაიწერა | მარტი 1969 | |||
ჟანრი | ფსიქოდელიური როკი, ექსპერიმენტული როკი, ინსტრუმენტული როკი, ჯემ-როკი | |||
ხანგრძლივობა | 2:12 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი |
EMI Columbia (ბრიტანეთი) Tower (აშშ) | |||
ავტორ(ებ)ი | ნიკ მეისონი, რიჩარდ რაიტი | |||
პროდიუსერი | პინკ ფლოიდი | |||
More – სიმღერები | ||||
|
„Up the Khyber“ — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის სიმღერა. იგი არის რიგით მეოთხე კომპოზიცია 1969 წლის ალბომზე More.
კომპოზიცია წარმოადგენს ვრცელ სოლოს დასარტყმელ საკრავებზე, ფორტეპიანოზე დაძაბული და ორგანზე აკვიატებული შესრულებით და ფირის არატიპიური ეფექტებით. იგი გრძელდება დაახლოებით 2 წუთს და 12 წამს. ეს არის პინკ ფლოიდის ერთადერთი სიმღერა, რომლის ავტორებად მითითებულები არიან მხოლოდ მეისონი/რაიტი.
კომპოზიციის სახელწოდება ერთგვარი ხუმრობაა, ვინაიდან Khyber კოკნის რითმული სლენგის ნაწილია, სადაც ხაიბერის გასასვლელი დუნდულს ნიშნავს.
სიმღერა სრულდებოდა ცოცხლად ოდნავ შეცვლილი ფორმით The Man and The Journey-ის ფარგლებში, სადაც „Doing It“ ეწოდებოდა. იგი აგრეთვე სრულდებოდა „Interstellar Overdrive“-ის ნაწილის სახით.
„Up the Khyber“ შეადგენდა „Doing It“-ის ნაწილს. სხვა მსგავსი კომპოზიციებია „Syncopated Pandemonium“, „The Grand Vizier's Garden Party (Entertainment)“, „Party Sequence“ და „Skins“.
|