La Vía Campesina | |
---|---|
აბრევიატურა | LVC |
შეიქმნა | 1993, მონსი, ბელგია |
ტიპი | არასამთავრობო ორგანიზაცია, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია |
მიზანი | გლეხთა საერთაშორისო მოძრაოობა |
შტაბ-ბინა | ჰარარე, ზიმბაბვე |
მდებარეობა | მსოფლიო |
წევრები | 81 ქვეყნის 182 ორგანიზაცია |
გენერალური კოორდინატორი | ელიზაბეთ მპოფუ |
ქვეყანა | საფრანგეთი |
viacampesina.org |
La Via Campesina (ესპ. la vía campesina, გლეხების გზა) ― ფერმერთა საერთაშორისო ორგანიზაცია. დაარსდა 81 ქვეყნის 182 ორგანიზაციის მიერ, 1993 წელს, მონსში, ბელგიაში და აღწერილია, როგორც „საერთაშორისო მოძრაობა, რომელიც კოორდინაციას უწევს აზიის, აფრიკის, ამერიკისა და ევროპის მცირე და საშუალო მწარმოებლთა, სოფლის მეურნეობის მუშების, სოფლის მეურნეობაში ჩართული ქალებისა და ადგილობრივი თემების გლეხთა ორგანიზაციებს“.
Via Campesina მხარს უჭერს საოჯახო ფერმერობაზე დაფუძნებულ მდგრად სოფლის მეურნეობას. ამ ჯგუფის წყალობით დამკვიდრდა ტერმინინ „სურსათის სუვერენიტეტი“. ორგანიზაცია ატარებს კამპანიებს ფერმერთა უფლებების დასაცავად, ქალთა წინააღმდეგ ძალადობის აღსაკვეთად, აგრარული რეფორმის გასატარებლად და ზოგადად, გლეხთა უფლებების აღიარებისთვის.
1980-იანი წლებიდან მთავრობები სოფლის ცხოვრებაში ნაკლებად ერეოდნენ, რამაც გლეხთა ორგანიზაციებზე კორპორატიული კონტროლი შეასუსტა, ხოლო სოფლად ცხოვრება კიდევ უფრო გართულდა. შედეგად, ჯერ ლათინურ ამერიკაში, შემდეგ კი, გლეხთა ეროვნულმა ჯგუფებმა ტრანსნაციონალურ ორგანიზაციებთან დაამყარეს კონტაქტი.
გლეხების უფლებების მოძრაობა 1990-იან წლებში აღზევებულ ახალი უფლებების ადვოკატირების ტალღას შეერწყა. ამ დროიდან, ადამიანის უფლებები განვითარების აგენდას შეუერთდა, რომელმაც პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების გარდა სოციალური და ეკონომიკური უფლებების მოიცვა. გლეხთა მოძრაობა მსოფლიოს მასშტაბით მშრომელთა უფლებების დასაცავად სხვადასხვა ალტერნატივის შემუშავებას ისახავს მიზნად.
ორგანიზაცია 1993 წელს ევროპის, აზიის, ლათინური ამერიკის, ჩრდილოეთ ამერიკისა და აფრიკის ფერმერთა ორგანიზაციების მიერ დაარსდა. დაფუძნების შემდეგ ვაჭრობისა და ტარიფების გენერალური შეთანხმების ურუგვაის რაუნდზე ხელი მოეწერა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის შეთანხმებას სოფლის მეურნეობის შესახებ და შეთანხმებას ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ. ამ შეთანხმებების საპასუხოდ, მსოფლიო მასშტაბით ბევრი ადამიანი ტექნიკურ პრობლემებზე უფრო ფოკუსირდა, ვიდრე საკვების თავისუფლებაზე, განსაკუთრებით, გლობალურ სამხრეთში. გლობალიზაციამ ბევრ ინდუსტრიაზე მოახდინა გავლენა, მათ შორის, სოფლის მეურნეობაზეც. La Vía Campesina-მ მცირე ფერმერებისთვის პლატფორმა შექმნა, რათა გაერკვიათ, რა გავლენას ახდენდა გლობალიზაცია მათ ცხოვრებაზე.
მოძრაობა გაფართოვდა და დღეს საკვებისა და სოფლის მეურნეობის შესახებ გლობალური დიალოგის ნაწილადაა აღიარებული. იგი რამდენიმე საერთაშორისო ფორუმზეა წარმოდგენილი:
Via Campesina ჩართული იყო გაეროს გლეხების უფლებების დეკლარაციის მოლაპარაკებებში, რომელიც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე 2018 წლის დეკემბერში მიიღეს.
2004 წელს La Vía Campesina-ს Global Exchange-მა ადამიანის უფლებების საერთაშორისო ჯილდო გადასცა. 2015 წელს ორგანიზაციას ლათინური ამერიკის აგროეკოლოგიის სამეცნიერო საზოგადოების ჯილდო გადაეცა. 2018 წლის ნოემბერში La Vía Campesina-ს სოლიდარობისთვის ნავარის საერთაშორისო პრემია (Premio Internacional Navarra a la Solidaridad) მიენიჭა.
La Vía Campesina-ს წევრები 81 ქვეყნიდან არიან, რომლებიც 9 რეგიონში ორგანიზდებიან. საერთაშორისო საკოორდინაციო კომიტეტში ყოველ რეგიონს ერთი კაცი და ერთი ქალი, ხოლო ყოველ კონტინენტს ― ერთი ახალგაზრდა წარმოადგენს, რომლებსაც შესაბამისი რეგიონის წევრი ორგანიზაციები ირჩევენ. მოძრაობის წევრია 182 ლოკალური და ეროვნული ორგანიზაცია, რომლებიც მსოფლიოს 200 მილიონამდე ფერმერს წარმოადგენენ.
მენსერის მიხედვით (2008), La Via Campesina ტრანსნაციონალური მოძრაობის მონაწილეობით დემოკრატიად გარდაქმნისა და წარმატების მაგალითია მისი საორგანიზაციო მოდელისა და სამართლიანი წარმომადგენლობის უზრუნველყოფის სახით.
ყოველი რეგიონის წარმომადგენლები საშუალოდ ოთხ წელიწადში ერთხელ ხვდებიან საერთაშორისო კონფერენციაზე. შეხვედრები ჩატარდა მონსში (1993), ტლასკალაში (1996), ბენგალურუში (2000), სან-პაულოში (2004), მაპუტუში (2008), ჯაკარტასა (2013) და დერიოში (2017). საერთაშორისო სამდივნო მის ცენტრალურ ადგილმდებარეობას საერთაშორისო კონფერენციაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად. 1993-996 წლებში სამდივნო ბელგიაში იყო, 1997-2004 წლებში ― ჰონდურასში, 2005-2013 წლებში კი ― ინდონეზიაში. 2013 წლიდან სამდივნო ჰარარეში, ზიმბაბვეში მდებარეობს. ამჟამინდელი გენერალური კოორდინატორი ელიზაბეთ მპოფუა.
მოძრაობის საწყის ეტაპზე გენდერის საკითხი იგნორირებული იყო. მანაგუის დეკლარაციის ― La Via Campesina-ის წინამორბედის ― ხელმოწერისას, რვავე წარმომადგენელი კაცი იყო. გლეხი ქალები უფრო აქტიურად ტლასკალაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე ჩაერთნენ და ქალთა უფლებების საკითხი წამოწიეს წინა პლანზე. შეხვედრაზე ქალთა უფლებებისა და გენდერული საკითხების კომიტეტის შექმნა გადაწყდა, რომელიც საბოლოოდ Vía Campesina-ის ქალთა კომისიის სახით ჩამოყალიბდა. კომისიის წევრი ქალები აქტიურად იყვნენ ჩართული სურსათის სუვერენიტეტის პროექტის მომზადებაში, რომელიც 1996 წლის სურსათის მსოფლიო სამიტზე წარადგინეს.