ალბერტო მორავია | |
---|---|
იტალ. Alberto Moravia | |
დაბადების თარიღი | 28 ნოემბერი, 1907 |
დაბადების ადგილი | რომი |
გარდაცვალების თარიღი | 26 სექტემბერი, 1990 (82 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | რომი |
დასაფლავებულია | კამპო ვერანო |
ფსევდონიმი | Alberto Moravia |
საქმიანობა | მწერალი |
ენა | იტალიური ენა და ფრანგული ენა |
მოქალაქეობა | იტალია |
ჟანრი | რომანი, სცენარი და ესე |
Magnum opus | Gli indifferenti, Il conformista, Racconti romani, Agostino, Contempt, Boredom, Q3319197?, Disobedience და Q3822156? |
ჯილდოები | Marzotto Prize , სტრეგის პრემია, ვიარეჯოს პრემია და Viareggio-Versilia International Prize |
მეუღლე | Elsa Morante და Carmen Llera |
პარტნიორ(ებ)ი | Dacia Maraini |
ალბერტო მორავია (დაბადების სახელი და გვარი: ალბერტო პინჩერლე; დ. 28 ნოემბერი, 1907 — გ. 26 სექტემბერი, 1990) — იტალიელი რომანისტი და ჟურნალისტი. მის რომანებში განხილული თანამედროვე სექსუალობის, ეგზისტენციალიზმისა და სოციალური გაუცხოების თემები. მორავია ცნობილია სადებიუტო რომანით: Gli indifferenti (1929) და ანტიფაშისტური რომანით Il Conformista, რომლის მიხედვითაც 1970 წელს ბერნარდო ბერტოლუჩიმ იმავე სახელწოდების ფილმი გადაიღო. მორავიას რომანების მიხედვით არაერთი ფილმია გადაღებული: Agostino-ს ეკრანიზაცია მაურო ბოლონინის ეკუთვნის (1962); რომანის, შუადღის მოჩვენება (Il disprezzo), მიხედვით ჟაკ-ლუკ გოდარმა 1963 წელს გადაიღო ფილმი Le Merphis; La Noia-ს მიხედვით რეჟისორმა დომიანო დამიანიმ 1963 წელს გადაიღო ცარიელი ტილო, რომელიც 1964 წელს გამოვიდა აშშ-ის კინოთეატრებში. ნაწარმოების კიდევ ერთი ეკრანიზაცია ეკუთვნის სედრიკ კანს, (L'Ennui, 1998). რომანის, ჩოჩარა მიხედვით ვიტორიო დე სიკამ 1960 წელს გადაიღო ფილმი სახელწოდებით ორი ქალი.