რამდენიმე გეოპოლიტიკურ ერთეულს მსოფლიოში არ აქვს საერთაშორისო აღიარება, თუმცა ისინი დე ფაქტო დამოუკიდებელი მმართველობის ერთეულები ან სახელმწიფოები არიან.
მათი უმრავლესობა არის სუბნაციონალური რეგიონი საკუთარი ეთნო-ნაციონალური თვითმყოფადობით, რომლებიც ჩამოსცილდნენ (გამოეყვნენ) მათ ძირ/მშობელ ქვეყანას და ამგვარად მათ სეპარატისტულ სახელმწიფოებსაც უწოდებენ.
არც ერთი ქვეყნის მიერ აღიარებული დე ფაქტო ქვეყნები
სომალილენდი, სომალმა დამოუკიდებლობა 1960 წელს ბრიტანეთისგან მიიღო. დეკოლონიზაციის შემდეგ ბრიტანული და იტალიური სომალილანდების შეერთებით შეიქმნა სომალი. სომალილენდმა დამოუკიდებლობა 1991 წელს გამოაცხადა, ის დღემდე არცერთ სახელმწიფოს უღიარებია.
ნაწილობრივ ცნობილი სახელმწიფოები დე ფაქტო კონტროლით საკუთარ ტერიტორიაზე
გაეროს წევრი ქვეყნები, რომლებიც მხოლოდ ნაწილობრივ არიან ცნობილი გაეროს სხვა წევრი ქვეყნების მიერ აქ მოყვანილი არ არის (მაგ. 39 ქვეყანა არ ცნობს ისრაელს როგორც სახელმწიფოს).
საჰარის არაბთა დემოკრატიული რესპუბლიკა, საჰარის არაბთა დემოკრატიული რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1976 წელს, ის აღიარებულია გაეროს 84 წევრი ქვეყნის მიერ.
ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა (TRNC) შეიქმნა ჩრდ. კვიპროსში 1975 წელს ამ კუნძულზე თურქეთის არმიის შეჭრის შემდეგ ბერძენ კვიპროსელთა მიერ ხუნტის მოწყობის საპასუხოდ. ხუნტის მიზანი იყო კუნძულის საბერძნეთთან მიერთება. ფორმალურად დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1983 წელს და დღემდე ის მხოლოდ თურქეთმა ცნო. 2004 წელს გაეროს ეგიდით ჩატარდა რეფერენდუმი კვიპროსის ორი ნაწილის გაერთიენებისთვის. გაერთიანებას მხარი დაუჭირეს თურქმა კვიპროსელებმა, თუმცა მას წინ აღუდგნენ ბერძნები. მას შემდეგ დიპლომატიური მცდელობები ამ საკითხის გადასაწყვეტად არ განხორციელებულა. კვიპროსის ბერძნული ნაწილი იმავე წელს ევროპის კავშირის წევრი გახდა, რამაც გაეროს გენერალური მდივნის მოსაზრებით კიდევ უფრო გაართულა ვითარება ამ რეგიონში.
მხოლოდ გაეროს არა წევრი ქვეყნების მიერ აღიარებული გაეროს არა წევრი დე ფაქტო ქვეყნები
დნესტრისპირეთი, დნესტრისპირეთმა დამოუკიდებლობა 1990 წელს გამოაცხადა, ის დღეისთვის აღიარებულია გაეროს არაწევრი ორი დე ფაქტო ქვეყნის აფხაზეთის და სამხრეთი ოსეთის მიერ.
↑Bush III, Richard C. "The Role of the United States in Taiwan-PRC Relations", Taiwan: Beyond the Economic Miracle M.E. Sharpe, Inc. ISBN 0-87332-879-5 p. 358 Online version available at Google Books