გიუსტავ ფლობერი | |
---|---|
ფრანგ. Gustave Flaubert | |
დაბადების თარიღი | 12 დეკემბერი, 1821 |
დაბადების ადგილი | რუანი |
გარდაცვალების თარიღი | 8 მაისი, 1880 (58 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | კრუასე |
დასაფლავებულია | Cimetière monumental de Rouen |
საქმიანობა | რომანისტი და მწერალი |
ენა | ფრანგული ენა |
მოქალაქეობა | საფრანგეთი |
ალმა-მატერი | International lycée François-Ier, Paris Law Faculty და პიერ-კორნელის ლიცეუმი |
Magnum opus | მადამ ბოვარი, სალამბო, ბუვარ ი პეკუშე, Sentimental Education, The Temptation of Saint Anthony, Three Tales, საყოველთაოდ მიღებული აზრების ლექსიკონი და Q19150097? |
ჯილდოები | საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი |
მეუღლე | |
პარტნიორ(ებ)ი | ლუიზ კოლე |
ხელმოწერა | |
გიუსტავ ფლობერი (ფრანგ. Gustave Flaubert; დ. 12 დეკემბერი, 1821, რუანი — გ. 8 მაისი, 1880, კრუასე, რუანის მახლობლად) — ფრანგი მწერალი, მე-19 საუკუნის დასავლეთის ერთ-ერთი უდიდესი რომანისტი. განსაკუთრებით ცნობილია თავისი პირველი რომანით „მადამ ბოვარი“ და საკუთარი სტილისადმი პედანტური დამოკიდებულებით, რაც გამოიხატებოდა მის გაუთავებელ ძიებაში „ზუსტი სიტყვისთვის“ (ფრანგ. le mot juste). დაიბადა რუანაში, სენ-მარიტიმი, საფრანგეთის ჰოტ ნორმანდიის რეგიონში.
1832–1840 წლებში სწავლობდა სამეფო კოლეჯში, სადაც დიდ ინტერესს იჩენდა ისტორიასა და ლიტერატურის მიმართ, გატაცებული იყო შექსპირითა და სერვანტესით. 1840 წელს ფლობერი პარიზში სამი წელი სწავლობდა იურისპრუდენციას, რომელიც ნაკლებად აინტერესებდა (ალმათ გამოცდები ამიტომ ვერ ჩააბარა). თუმცა პარიზული წლები მისთვის მნიშვნელოვანი იყო - გაიცნო ვიქტორ ჰიუგო.
1843 წელს მას ეპილეფსიის მსგავსი დაავადება აღმოაჩნდა და მუდმივად ექიმების კონტოლქვეშ იყო. ამის გამო ფლობერიმ პირადი ცხოვრება ვერ აიწყო, იმის შიშით რომ ეს დაავადება შთამომავლობას გადაეცემოდა, მას ცოლი არ უთხოვია, თუმცა თაყვანისცემლები არ აკლდა. მიუხედავად საშუალო ტანისა „ეს გოლიათი, რომელიც თავისი მხარბეჭით და ულვაშებით ნორმანთა ძველ ბელადს მოგვაგონებდა და თავისი გულისწყრომით და რიხიანი ხმით საშუალო კაბინეტს აზანზარებდა, გემოვნებით და ბუნებით რომანტიკოსი იყო და ბევრი ქალის გულიც დაიპყრო“.
ფლობერის მსოფლმხედველობა ემილ ზოლას, გი დე მოპასანსა და ივანე ტურგენევთან ურთიერთობაში ჩამოყალიბდა. იგი გაიზარდა რენე შატობრიანისა და ვიქტორ ჰიუგოს ნაწარმოებებზე და იტაცებდა გამოსახვის რომანტიკული სტილი. გუსტავ ფლობერმა ცხოვრების დიდი ნაწილი მიუძღვნა რელიგიურ თემებს, გაცნობიერებულ დანაშაულსა და ფილოსოფიას. იგი ამბობდა: „ხალხს, რომელსაც მხოლოდ ათეისტები შეადგენენ, მომავალი არა აქვს“. ფლობერის შემოქმედებაში დღემდე დაუცხრომელ ინტერესს იწვევს მისი „წერილები“ (1887-1893). მეგობრებისადმი ძალდაუტანებელ მიმართვაში იგი ქაღალდს ანდობს თავის აზრებს, არ ფიქრობს სტილზე და ამით უნიკალურ შანსს დავინახოთ მხატვარი, რომელიც თავად აანალიზებს თავის ყოველდღიურ შრომას რა აყალიბებს ლიტერატურის დანიშნულების არსს. მწერლის თვალსაჩინო ავტოპორტრეტის გარდა, აქ მოცემულია ღრმა დაკვირვებები მეორე იმპერიის პერიოდის საზოგადოების მორალზე. ქლობერს „ახალი ხელოვნების კოდექსის“ ავტორად მიიჩნევდა.
მამის სიკვდილის შემდეგ(1846) იგი რუანის მახლობლად სოფელ კრუასეში დაბრუნდა, სადაც სიკვდილამდე მარტოობაში ცხოვრობდა. ერთადერთი სერიოზული რომანი ჰქონდა ლუიზა კოლესთან (იგი კოლეჯში სწავლის დროს გაიცნო), რომელმაც , ხანმოკლე განშორებებსა და კვლავ შერიგებებსაც თუ ჩავთვლით, შვიდ წელს გასტანა.
მწერალს ცხოვრების უკანასკნელ წლებში თან სდევდა უბედურება: ფრანკო-პრუსიის ომის დროს დაიკავეს მისი სოფელი, რასაც მწერლისთვის მძიმე ფინანსური შედეგები მოჰყვა. დედის გარდაცვალების შემდეგ მან ქონების დიდი ნაწილი ღარიბ ნათესავებს გადასცა. იგი იძულებული გახდა მუშაობა დაეწყო ბიბლიოთეკაში. ჯორჯ სანდთან მეგობრობისა და ახლო ნათესავის მადამ კომანვილის თანადგომით ფლობერს მარტოობა არასდროს უგვრძნია.