დამასუს II (ლათ. Damasus PP. II, ერისკაცობაში პოპონე ფონ ბრიკსენი; დ. ? — გ. 9 აგვისტო, 1048) — გერმანელი რომის პაპი 1048 წლის 17 ივლისიდან 9 აგვისტომდე.
წარმოშობით გერმანელი, ბავარიელი. ბრიკსენის ეპისკოპოსი. ტახტზე დაინიშნა ჰაინრიხ III-ის ბრძანებით. გარდაიცვალა მალარიისაგან.
წინამორბედი: ბენედიქტე IX |
რომის პაპი 1048 |
შემდეგი: ლეო IX |