სრული სახელი | Real Club Deportivo de La Coruña, S.A.D. | |||
---|---|---|---|---|
მეტსახელი |
სუპერდეპორი (ესპ. Superdépor) თეთრ-ლურჯები (გალ. Brancoazuis') | |||
დაარსდა | 1906 | |||
სტადიონი |
რიასორი ლა-კორუნია, გალისია (ტევადობა: 34,600 მაყურებელი) | |||
პრეზიდენტი | ტინო ფერნანდესი | |||
მწვრთნელი | პეპე მელი | |||
კაპიტანი | ლაურე | |||
ლიგა | პრიმერა დივიზიონი | |||
2016-17 | მე-16 ადგილი | |||
საიტი | ოფიციალური საიტი | |||
|
საფეხბურთო კლუბი „დეპორტივო“ (ესპ. Real Club Deportivo de la Coruña, გალ. Deportivo da Coruña) — ესპანური საფეხბურთო კლუბი. დაარსდა 1906 წელს, გალისიის ავტონომიური გაერთიანების ქალაქ ლა-კორუნიაში. ასპარეზობს ესპანეთის პრიმერა დივიზიონში.
1944 წლიდან საშინაო მატჩებს ატარებს სტადიონ რიასორზე, რომელიც 34,600 მაყურებელს იტევს. ტრადიციული საშინაო ფორმა შეიცავს ლურჯ და თეთრ ზოლებს, ხოლო შორტების და გეტრების ფერი ლურჯია. „დეპორტივო ლა-კორუნიას“ აქვს დიდ ხნიანი მტრობა ადგილობრივ „სელტასთან“, მათ დაპირისპირებას გალისიური დერბი ეწოდება.
პრიმერა დივიზიონის ჩემპიონობა კლუბს მოპოვებული აქვს ერთხელ, 1999-00 წლების სეზონში, 5-ჯერ დაასრულა სეზონი მე-2 ადგილზე. 2-ჯერ გახდა ესპანეთის თასის გამარჯვებული, 1994-95 და 2001-02 წლების სეზონებში, ასევე 3-ჯერ მოიგო ესპანეთის სუპერთასი. „ლურჯ-თეთრები“ რეგულარულად იღებდნენ მონაწილეობას პრიმერა დივიზიონის გათამაშებაში ბოლო 20 წლის მანძილზე, 19 დან 16 სეზონში ასპარეზობა ცხრილის ზედა ნაწილში დაასრულეს. შედეგად „დეპორტივო“ რეგულარულად იღებდა მონაწილეობას ევროტურნირებზე, 5 სეზონი იღებდა მონაწილეობას ჩემპიონთა ლიგაზე, კლუბმა 2-ჯერ შეძლო 1/4 ფინალშ გასვლა, 2003-04 წლების სეზონში კი ნახევარფინალში გავიდა, სადაც „პორტუსთან“ დამარცხდა, ორი მატჩის ჯამში 1-0.
შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.
|
|
|date=
-ში (დახმარება)