პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ნიენიერი იაია ტურე | ||
დაბადების თარიღი | 13 მაისი, 1983 | ||
დაბადების ადგილი | ბუაკრე, კოტ-დ’ივუარი | ||
სიმაღლე | 191 სმ. | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2001–2003 2003–2005 2005–2006 2006–2007 2007–2010 2010– |
ბევერენი მეტალურგი ოლიმპიაკოსი მონაკო ბარსელონა მანჩესტერ სიტი |
70 33 26 27 74 230 |
(3 3 3 5 4 59) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2004- | კოტ-დ’ივუარი | 67 | (10) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 18:46, 18 მაისი, 2012 (UTC) ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 24 თებერვალი, 2012 (UTC) |
ნიენიერი იაია ტურე (დ. 13 მაისი, 1983), საზოგადოდ ცნობილი, როგორც იაია ტურე — კოტ-დ'ივუარელი ფეხბურთელი. თამაშობს ნახევარმცველის პოზიციაზე პრემიერ ლიგის კლუბ „მანჩესტერ სიტიში“ და კოტ-დ’ივუარის ეროვნულ ნაკრებში. ტურე ცნობილია თავისი სისწრაფით, ზუსტი პასებით, კარგი ფიზიკური მომზადებით და ტექნიკით. როგორც უნივერსალი ფეხბურთელი, თამაშობდა ასევე თავდამსხმელის პოზიციაზე ახალგაზრდულ წლებში. ასევე უთამაშია ცენტრალური მცველის პოზიციაზეც, მათ შორის „ბარსელონას“ შემადგენლობაში 2009 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც.
კარიერა დაიწყო „ASEC Mimosas-ში“, სადაც შედგა მისი დებიუტი 18 წლის ასაკში. მისმა თამაშმა მიიპყრო ევროპული კლუბების ყურადღება. თამაშობდა ბელგიურ „ბევერენში“, უკრაინის „დონეცკის მეტალურგში“, საბერძნეთის „ოლიმპიაკოსში“ და საფრანგეთის „მონაკოში“.
2007 წელს გადავიდა კატალონიურ „ბარსელონაში“, სადაც მონაწილეობა მიიღო 100-ზე მეტ მატჩში. ის „ბარსელონაში“ თამაშობდა 2010 წელს, როდესაც კლუბისთვის ისტორიული პერიოდი იდგა — მოიგეს ექვსი ტურნირი ერთ სეზონში.
2010 წელს ტურე გადავიდა პრემიერ ლიგის კლუბ „მანჩესტერ სიტიში“, სადაც გაიტანა მთელი რიგი მნიშვნელოვანი გოლი „ქალაქური“ კლუბისთვის.
კოტ-დ’ივუარის ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული აქვს 67 მატჩი. ნაკრების შემადგენლობაში მონაწილეობა აქვს მიღებული მსოფლიოს ჩემპიონატებზე, 2006 და 2010 წლებში.
იაია არის კოტ-დ’ივუარის ეროვნული ნაკრების და „ლივერპულის“ ფეხბურთელის, კოლო ტურეს უმცროსი ძმა.
კლუბი | სეზონი | ჩემპიონატი | თასი | ევროპა | ჯამში | ||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | ||
ბევერენი | 2001–02 | 28 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 28 | 0 |
2002–03 | 30 | 3 | 0 | 0 | 0 | 0 | 30 | 3 | |
2003–04 | 12 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 12 | 0 | |
ჯამში | 70 | 3 | 0 | 0 | 0 | 0 | 70 | 3 | |
მეტალურგი | 2003–04 | 11 | 1 | 0 | 0 | 0 | 0 | 11 | 1 |
2004–05 | 22 | 2 | 2 | 1 | 4 | 1 | 28 | 4 | |
ჯამში | 33 | 3 | 2 | 1 | 4 | 1 | 39 | 5 | |
ოლიმპიაკოსი | 2005–06 | 26 | 3 | 0 | 0 | 6 | 0 | 32 | 3 |
ჯამში | 26 | 3 | 0 | 0 | 6 | 0 | 32 | 3 | |
მონაკო | 2006–07 | 27 | 5 | 0 | 0 | 0 | 0 | 27 | 5 |
ჯამში | 27 | 5 | 0 | 0 | 0 | 0 | 27 | 5 | |
ბარსელონა | 2007–08 | 26 | 1 | 2 | 0 | 12 | 1 | 40 | 2 |
2008–09 | 25 | 2 | 5 | 1 | 10 | 0 | 40 | 3 | |
2009–10 | 23 | 1 | 6 | 0 | 8 | 0 | 37 | 1 | |
ჯამში | 74 | 4 | 13 | 1 | 30 | 1 | 117 | 6 | |
მანჩესტერ სიტი | 2010–11 | 35 | 6 | 7 | 3 | 7 | 1 | 49 | 10 |
2011–12 | 32 | 10 | 0 | 0 | 11 | 3 | 43 | 9 | |
ჯამში | 61 | 12 | 7 | 3 | 18 | 4 | 92 | 19 | |
ჯამში კარიერაში | 291 | 30 | 22 | 5 | 58 | 6 | 377 | 43 |
ASEC Mimosas
|