იოზეფ როთი | |
---|---|
გერმ. Joseph Roth | |
დაბადების თარიღი | 2 სექტემბერი, 1894 |
დაბადების ადგილი | ბროდი |
გარდაცვალების თარიღი | 27 მაისი, 1939 (44 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | პარიზი |
დასაფლავებულია | Cimetière parisien de Thiais |
საქმიანობა | მწერალი , ჟურნალისტი და დრამატურგი |
ენა | გერმანული ენა |
მოქალაქეობა |
ავსტრია ცისლეიტანია |
ალმა-მატერი | ვენის უნივერსიტეტი |
ჟანრი | სატირა |
Magnum opus | რადეცკის მარში, იობი და The Emperor's Tomb |
პარტნიორ(ებ)ი | Irmgard Keun |
ხელმოწერა | |
საიტი | josephroth.de |
მოსე იოზეფ როთი (დ. 2 სექტემბერი, 1894 — გ. 27 მაისი, 1939) — ავსტრიელი ჟურნალისტი და რომანისტი, ცნობილია რომანით „რადეცკის მარში“ (1932), რომელიც საოჯახო საგაა და ავსტრია-უნგრეთის იმპერიის დაკნინებისა და დაცემის შესახებ მოგვითხრობს. მის სხვა გახმაურებულ ნამუშევრებს შორისაა რომანი „იობი“ (1930), რომელიც იობის წიგნზეა დაფუძნებული და რწმენაშერყეული ებრაელის შესახებ მოგვითხრობს. ასევე ცნობილია როთის ესე „მოხეტიალე ებრაელები“ (1927), რომელშიც იგი პირველი მსოფლიო ომისა და რუსეთის რევოლუციის შემდეგ აღმოსავლეთიდან დასავლეთ ევროპაში ემიგრირებულ ებრაელთა ყოფას განიხილავს. XXI საუკუნეში როთის შემოქმედებისადმი ინტერესი ინგლისურ ენაზე „რადეცკის მარშის“ და მისი ჟურნალისტური ნაშრომების გამოქვეყნებამ განაახლა.