ლეო III (ლათ. Leo PP. III; დ. 750 — გ. 12 ივნისი, 816) — რომის პაპი 795–816 წლებში.
ლეო III-ის ზემოქმედებით მისი პონტიფიკატის დასაწყისში რომაელებმა ერთგულება შეჰფიცეს ფრანკთა მეფეს, რითაც ცნეს მისი სუვერენიტეტი. 799 წელს ლეო III-ის პოლიტიკით უკმაყოფილო რომაელმა დიდებულებმა ბრალად დასდეს მას მრუშობა, ფიცის გატეხა და აჯანყება მოაწყვეს. 800 წელს ლეო III-ის საშველად ჩამოსული კარლოს დიდის დახმარებით „განიწმინდა ფიცით“ და ჩაახშო აჯანყება. ამის შემდეგ, იმავე წელს, ლეო III-მ რომის იმპერატორად აკურთხა კარლოს დიდი. 1673 წელს მოხდა ლეო III-ის კანონიზება.
წინამორბედი: ადრიანე I |
რომის პაპი 795 — 816 |
შემდეგი: სტეფანე IV (V) |