პარსეკი (შემოკლებით პს) — სიგრძის ერთეული, რომელიც გამოიყენება მანძილის გასაზომად ასტრონომიაში. დასახელება შედგენილია სიტყვებისაგან parallax და second. დედამიწიდან ერთი პარსეკის (პს) მანძილზე დაშორებული ობიექტის წლიური ტრიგონომეტრიული პარალაქსი უტოლდება ერთ სეკუნდს.
ამგვარად, პარსეკი არის მანძილი რომლიდანაც დედამიწის ორბიტის საშუალო რადიუსი
(1 ა.ე. ) ჩანს ერთი სეკუნდის კუთხით.
უახლოესი გალაქტიკების ნაკრები, ქალწულის ნაკრები, მდებარეობს 18 მგპკ მანძილზე;
მანძილი ხილვადი სამყაროს საზღვრამდე — დაახლოებით 4 გპს-ია (თუ გავზომავთ მანძილს დედამიწაზე დარეგისტრირებული სინათლით) ან 24 გპს (თუ შევაფასებთ თანამედროვე — სამყაროს გაფართოების ჩათვლით - მანძილი იმ ობიექტებამდე, რომლებმაც ეს სინათლე წარმოშვეს);
10 პარსეკი არის მანძილი, რომლის დასაფარად სინათლეს სჭირდება 32 წელი 7 თვე და 6 დღე.