რიჩარდ სტოლმანი | |
---|---|
რიჩარდ სტოლმანი 2014 წელს | |
მშობლიური სახელი | Richard Stallman |
დაბადების თარიღი |
16 მარტი, 1953 ნიუ-იორკი, ნიუ-იორკი, აშშ |
სხვა სახელები | RMS |
ეროვნება | ამერიკელი |
ალმა-მატერი | |
საქმიანობა | თავისუფალი პროგრამული უზრუნველყოფის ფონდის პრეზიდენტი |
ცნობილია როგორც | Free software movement, GNU, Emacs, GCC, GPL, Copyleft, FSF |
საიტი | stallman.org |
რიჩარდ მეთიუ სტოლმანი (ინგლ. Richard Matthew Stallman; დ.16 მარტი, 1953) — ამერიკელი თავისუფალი პროგრამული უზრუნველყოფის აქტივისტი და პროგრამისტი. 1983 წლის 27 სექტემბერს მან დააარსა პროექტი GNU, რომელიც მიზნად ისახავდა თავისუფალი იუნიქს-მაგვარი ოპერაციული სისტემის შექმნას, ამავდროულად იგი გახდა ამავე პროექტის მთავარი ხელმძღვანელი და ორგანიზატორი. პროექტ GNU-ს დაარსებისთანავე მან წამოიწყო მოძრაობა თავისუფალი პროგრამული უზრუნველყოფისათვის, ხოლო 1985 წელს დააარსა ორგანიზაცია Free Software Foundation.
სტოლმანმა პირველმა ჩამოაყალიბა ლეგალური კოპირების კონცეფცია და არის რამდენიმე ლიცენზიის მთავარი ავტორი ლეგალური კოპირების შესახებ, მათ შორის GNU General Public License-ის, რომელიც ყველაზე ფართოდ გამოიყენება თავისუფალი პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზირებაში. 90-იანი წლებიდან მოყოლებული სტოლმანი დროის უმეტეს ნაწილს თავისუფალი პროგრამული უზრუნველყოფის პროპაგანდირებას უთმობდა, და ამავდროულად ეწინააღმდეგებოდა მწარმოებლის მიერ პროგრამული უზრუნველყოფის პატენტირებას, რაც მათი მხრიდან საავტორო უფლებების გადამეტებად მიაჩნდა. სტოლმანს წვლილი მიუძღვის ისეთი მნიშვნელოვანი და ფართოდ გამოყენებადი პროგრამული პაკეტების შექმნაში როგორებიიცაა Emacs, GNU Compiler Collection და GNU Debugger. 1989 წელს იგი გახდა პროგრამული უზრუნველყოფის თავისუფლების ლიგის თანადამფუძნებელი.