ტაგალური ენა Tagalog | |
გავრცელებულია | ფილიპინები |
მოლაპარაკეთა რაოდენობა | 23.9 მლნ. |
ლინგვისტური კლასიფიკაცია | ავსტრონეზიული ოჯახი |
დამწერლობის სისტემა | ლათინური |
რუკა | |
ტაგალური ენის გავრცელების რუკა ფილიპინებზე |
ტაგალური ენა — იგივე ტაგალოგი, ტაგალების ენა. მიეკუთვნება ავსტრონეზიული ოჯახის ინდონეზიურ ჯგუფს .
ტაგალური ენა კოლონიამდელ პერიოდში ასრულებდა ტომთაშორისი, შემდეგ ერთაშორისი ურთიერთობის ენის ფუნქციას, ესპანურ-ამერიკული 400-წლიანი კოლონიზაციის პერიოდში გამოიყენებოდა ესპანურ და ინგლისურ ენებთან ერთად. მე-20 საუკუნის დასაწყისიდან მან საერთოეროვნული როლი მიიღო და 1959 წელს ეწოდა ფილიპინური ენა (პილიპინო). 1973 წლიდან ფილიპინების ერთ-ერთი ოფიციალური ენაა (ინგლისურთან ერთად).
ოფიციალური ენა:
გავრცელების არეალი:
ენის გავრცელების არეალი თავდაპირველად იყო კუნძულ ლუსონის ცენტრალური და სამხრეთი რაიონები, შემდეგ იგი გავრცელდა სხვა კუნძულებზეც. ენის ტერიტორიული დიალექტები ძირითადად ემთხვევა ტაგალების განსახლებას პროვინციების მიხედვით.
ფრაზები და სიტყვები
რიცხვები