ფაბიანე (პაპი)

ფაბიანე

ფაბიანე (ლათ. Fabian; დ. დაახლ. 200 — გ. 20 იანვარი, 250) — მღვდელმოწამე, რომის პაპი 236 წლის 10 იანვრიდან250 წლის 20 იანვრამდე. კათოლიკური ეკლესიის წმინდანი. მან რომი 7 საეკლესიო ოლქად დაყო. 7 ნოტარიუსს დაევალა მოწამეთა ისტორიების აღწერა, ხოლო 7 დიაკვანს — ოლქებში წესრიგის დაცვა. ამ დროს რომის ეპისკოპოსს აპენინის ნახევარკუნძულის საეპისკოპოსოები ექვემდებარებოდა. რომის ეპისკოპოსს სხვა ეპისკოპოსების ეკლესიიდან განკვეთა და დანიშვნა შეეძლო. მისი ძალაუფლება აგრეთვე ესპანეთზე, გალიასა და ჩრდილოეთ აფრიკაზე ვრცელდებოდა. ფაბიანეს ხსენების დღეა 5 აგვისტო. თავდაპირველად სოფლის მღვდელი იყო. ეპისკოპოსის კათედრა მიიღო ანტერის მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ.

სქოლიო

  1. მანანა ჯავახიშვილი, „პაპობის ისტორია შუა საუკუნეებში“, გვ. 12, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბ., 2015
წინამორბედი:
ანტერი
რომის პაპი

236250
შემდეგი:
კორნელიუსი