ევერტონი (ინგლ. Everton) – ინგლისური საფეხბურთო კლუბი ქალაქ ლივერპულიდან. კლუბი თამაშობს ინგლისური ფეხბურთის უმაღლესი რანგის დივიზიონში პრემიერ ლიგაში, სადაც გატარებული 108 სეზონით ინგლისის რეკორდსმენია.
კლუბი დაარსდა 1878 წელს და დაარსებიდან ერთი წლის განმავლობაში სენტ დომინგოს საფეხბურთო კლუბი (ინგლ. St Domingo's F.C) ეწოდებოდა. 1892 წლიდან დღემდე კლუბი გუდისონ პარკის სტადიონზე თამაშობს, რომელიც 40 000 გულშემატკივარს იტევს და ერთ-ერთი უდიდესი სტადიონია ინგლისში. „ევერტონი“ ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გუნდია ინგლისში: ცხრაჯერ ინგლისის ჩემპიონატი მოიგო, ხუთჯერ ქვეყნის თასი და ცხრაჯერ ინგლისის სუპერთასი, საერთაშორისო ასპარეზზე კი თასების მფლობელთა თასის მფლობელია 1985 წელს.
კლუბისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს მერსისაიდული დერბი თანაქალაქელ ლივერპულთან.
ტიტულები
ინგლისი
ინგლისის ჩემპიონატი
- ჩემპიონი (9): 1890–91, 1914–15, 1927–28, 1931–32, 1938–39, 1962–63, 1969–70, 1984–85, 1986–87
- ვიცე-ჩემპიონი (7): 1889–90, 1894–95, 1901–02, 1904–05, 1908–09, 1911–12, 1985–86
ინგლისის ასოციაციის თასი
- გამარჯვებული (5): 1906, 1933, 1966, 1984, 1995
- ფინალისტი (8): 1893, 1897, 1907, 1968, 1985, 1986, 1989, 2009
ინგლისის ლიგის თასი
- ფინალისტი (2): 1977, 1984
ინგლისის სუპერთასი
- გამარჯვებული (9): 1928, 1932, 1963, 1970, 1984, 1985, 1986, 1987, 1995
- ფინალისტი (2): 1933, 1966
საერთაშორისო
თასების მფლობელთა თასი
- გამარჯვებული (1): 1985
შემადგენლობა
მიმდინარე შემადგენლობა
შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.
რესურსები ინტერნეტში