Born This Way: The Remix — ამერიკელ პოპ მომღერალ ლედი გაგას მეორე რემიქსული ალბომი, რომელიც გამოიცა 2011 წლის 18 ნოემბერს ლეიბლზე Interscope Records. ალბომში შესულია მომღერლის მეორე სტუდიური ალბომის Born This Way სიმღერების რემიქსები. კრებული ასევე შესულია ბოქ-სეტში — Born This Way: The Collection, სადაც შესულია 17 სიმღერა გაგას მეორე სტუდიური ალბომიდან და HBO-ს სპეციალური კონცერტის Lady Gaga Presents the Monster Ball Tour: At Madison Square Garden DVD გამოცემა. რემიქსების უმრავლესობა ასევე გამოცემული იქნა ალბომის თითოეული სინგლის EP რემიქსულ კრებულებში. ალბომი ძირითადად არის ელექტრონული და საცეკვაო ჩანაწერი, რომელზეც იგრძნობა ევროპოპის, დაბსტეპის და ტექნოს გავლენა.
ალბომმა კრიტიკოსების მხრიდან შერეული შეფასება დაიმსახურა, თუმცა დადებითად შეაფასეს The Weeknd-ის, Twin Shadow-ს და Guéna LG-ს რემიქსები. კოპილაცია კომერციულად წარუმატებელი აღმოჩნდა, შევიდა მხოლოდ ათი ქვეყნის ჩარტში. ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა იაპონიის ჩარტში სადაც სერტიფიცირებული იქნა ოქროთი, ხოლო აშშ-ის ბილბორდ 200-ში დაიკავა 105-ე პოზიცია.
სიმღერების სია
|
|
15. | „Judas“ (Röyksopp's 30 Pieces remix) | 9:18 |
საერთო ხანგრძლივობა: | 80:45 |
|
|
15. | „Yoü and I“ (Mark Taylor remix radio edit) | 3:57 |
16. | „The Edge of Glory“ (Desi Hits! Bollywood remix) | 5:13 |
საერთო ხანგრძლივობა: | 80:13 |
პერსონალი
ინფორმაცია პერსონალის შესახებ აღებულია ალბომ Born This Way: The Remix ბუკლეტიდან და საიტიდან Allmusic.
- ლედი გაგა – არანჟირება, კომპოზიტორი, პროდიუსერი, ვოკალი
- ჩეჩე ალორა – კომპოზიტორი
- DJ Aqeel – დამატებითი პროდიუსერი, რემიქსის ავტორი
- დიკ ბითამი – მასტერინგი
- სვეინ ბერგე – დამატებითი პროდიუსერი, რემიქსის ავტორი
- ტორბიორნ ბრუნდტლანდი – დამატებითი პროდიუსერი, რემიქსის ავტორი
- ჟულიენ კერეტი – მიქსი
- ტროი კარტერი – მენეჯერი
- Foster the People – რემიქსის ავტორი
- Goldfrapp – რემიქსის ავტორი
- Guéna LG – დამატებითი პროდიუსერი, რემიქსის ავტორი
- ვინსენტ ჰერბერტი – A&R, აღმასრულებელი პროდიუსერი
- The Horrors – რემიქსის ავტორი
- Hurts – რემიქსის ავტორი
- Illangelo – რემიქსის ავტორი
- ფერნანდო გერიბეი – კომპოზიტორი, პროდსიუერი
- გრეგორი კლასმენი – რემიქსის პროდიუსერი
- რობერტ ჯონ მეტ ლანგი – პროდიუსერი
- ჯეპე ლოურსენი – სიმღერის ავტორი, პროდიუსერი
- პატრიკ მასკალი – გიტარა
- ჯოზეფ მაუნტი – დამატებითი პროდიუსერი, რემიქსის ავტორი
- RedOne – კომპოზიტორი, პროდიუსერი
- ნედ შეპარდი – რემიქსის პროდიუსერი
- სულტან შეპარდი – რემიქსის პროდიუსერი
- კლინტონ სპარკსი – პროდიუსერი
- მარკ ტეილორი – დამატებითი პროდიუსერი, რემიქსის ავტორი, კლავიშებიანი ინსტრუმენტი, პროგრამირება
- Twin Shadow – რემიქსის პროდიუსერი
- Two Door Cinema Club – რემიქსის ავტორი
- The Weeknd – რემიქსის ავტორი, ბეკ-ვოკალი
- DJ White Shadow – კომპოზიტორი, პროდიუსერი
- Wild Beasts – დამატებითი პროდიუსერი, რემიქსის ავტორი
- მაიკლ ვუდსი – დამატებითი პროდიუსერი, რემიქსის ავტორი, კლავიშებიანი ინსტრუმენტი
- Zedd – რემიქსის პროდიუსერი, მიქსი
ჩარტები და სერტიფიცირებები
გამოცემების ისტორია
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|
---|
| | | სტუდიური ალბომები | |
---|
| საუნდტრეკები | |
---|
| კომპილაციები | |
---|
| EP-ები | |
---|
| საკონცერტო ტურნეები | |
---|
| ერთჯერადი შოუები | |
---|
| რეზიდენციები | |
---|
| დოკუმენტური | |
---|
| ტელევიზია | |
---|
| სუნამოები და კოსმეტიკა | |
---|
| წიგნები | |
---|
| სხვა სტატიები | |
---|
| |
|