Chromatica — ამერიკელი პოპ-მომღერალ ლედი გაგას მეექვსე სტუდიური ალბომი. იგი გამოიცა 2020 წლის 29 მაისს ლეიბლებზე Streamline და Interscope Records. თავდაპირველად ალბომის გამოცემა იგეგმებოდა 2020 წლის 10 აპრილს, თუმცა 2019 წლის კორონავირუსის პანდემიის გამო დაგვიანდა შვიდი კვირით. ალბომის აღამსრულებელი პროდიუსერები არიან გაგა და BloodPop. ალბომი აერთიანებს საცეკვაო პოპის, ელექტროპოპის და სინთპოპის ჟანრებს, რომელიც ასევე შეიცავს ჰაუსის, დისკოს და სხვა ჟანრების ელემენტებს. ჩანაწერის სახელი შთაგონებულია წარმოსახვითი, დისტოპიური პლანეტით, რომელიც გაგამ აღწერა, როგორც ადგილი, სადაც „თანასწორობა სუფევს“. ალბომი მოიცავს ფსიქიკური ჯანმრთელობის, ტრავმის, თვითშეფასების და სირთულეებით სიყვარულის პოვნის თემებს. მასში შესულია დუეტები ელტონ ჯონთან, არიანა გრანდესთან და სამხრეთ კორეულ ჯგუფ Blackpink-თან.
ალბომის მხარდასაჭერად გამოიცა სამი სინგლი. პირველი სინგლი „Stupid Love“ გამოიცა 2020 წლის 28 თებერვალს და შევიდა თხუთემტზე მეტი ქვეყნის ათეულში, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატების და დიდი ბრიტანეთის ჩარტში დაიკავა მეხუთე პოზიცია. მეორე სინგლი „Rain On Me“ ამერიკელ მომღერალ არიანა გრანდესთან ერთად გამოიცა 2020 წლის 22 მაისს და დაიკავა პირველი პოზიცია აშშ-ის და ბრიტანეთის ჩარტებში. ალბომის გამოსვლამდე ერთი დღით ადრე „Sour Candy“ გამოიცა როგორც პრომო სინგლი. 2020 წლის 18 სექტემბერს, „911“ ზოგიერთ ქვეყანაში გამოიცა ალბომის მესამე სინგლის სახით.
გამოსვლისთანავე ალბომმა კრიტიკოსების მხრიდან დაიმსახურა დადებითი შეფასებები. ბილბორდ 200-ის ჩარტში ალბომმა დაიკავა პირველი პოზიცია, რითიც გახდა გაგას რიგით მეექვსე ჩანაწერი რომელმაც აშშ-ის ჩარტში დაიკავა პირველი პოზიცია. ალბომმა ასევე დაიკა პირველი პოზიცია ავსტრალიის, საფრანგეთის, მექსიკის, ირლანდიის, კანადის, პორტუგალიის, იტალიის, ნიდერლანდების, შოტლანდიის და ბრიტანეთის ჩარტებში. იგი ასევე გახდა ყველაზე სწრაფად გაყიდვადი წლის ალბომი და ასევე ყველაზე სწრაფად გაყიდვადი ვინილი ჩანაწერი ბრიტანეთში. გრემის 63-ე ყოველწლიურ დაჯილდოებაზე ალბომმა მიიღო ნომინაცია საუკეთესო პოპ ვოკალური ალბომისათვის და სიმღერამ „Rain On Me“ მიიღო ნომინაცია კატეგორიაში საუკეთესო პოპ დუეტის/ჯგუფის შესრულება.
↑"Top 50 Prodejní". ჩეხეთის ალბომები. ČNS IFPI. შენიშვნა: ჩარტის გვერდზე აირჩიეთ 202029 ველში სიტყვასთან "Zobrazit", შემდეგ კი დააწკაპუნეთ სიტყვაზე, რათა იხილოთ ჩარტების ზუსტი მონაცემები. წაკითხვის თარიღი 8 ივნისი, 2020.