Dance in the Dark (ქართ. ცეკვა სიბნელეში) — ამერიკელ პოპ-მომღერალ ლედი გაგას სიმღერა. სიმღერა შესულია მომღერლის მესამე EP ალბომში და მეორე მთავარი რელიზში The Fame Monster (2009). გაგას სიმღერა შთააგონა ორ ადამიანს შორის ინტიმურმა გრძობამ საძინებელში. სიმღერის ტექსტში გაგა საუბრობს გოგონაზე, რომელსაც სექსის დროს ურჩევნია გამორთოს სინათლე, რადგან მას რცხვენია. თავდაპირველად დაგეგმილი იყო რომ სიმღერა გამოვიდოდა სინგლად "Telephone"-ს შემდეგ, მაგრამ გაგას ხმისჩამწერმა კომპანიამ არ მისცა ამის უფლება და მესამე სინგლად გამუშვეს სიმღერა "Alejandro". 2010 წლის 26 ივლისს სიმღერა გამოუშვეს მხოლოდ რადიოს სინგლად.
სიმღერა მიეკუთვნება საცეკვაო პოპს და სითოპოპს, სიმღერა დაწერილია რე მინორის სტილში შეიცავს რეტროს და ახალი ტალღას მუსიკაში. ის ასევე მოიცავს სალაპარაკო ინტერლუდეს, სადაც გაგა ახსენებს იმ ცნობილი ადამიანების სახელებს რომლებმაც სიცოცხლე ტრაგიკულად დაასრულეს, მაგალითად: მერილინ მონრო, ჯუდი გარლანდი, სილვია პლათი, პრინცესა დაიანა, სტენლი კუბრიკი და პატარა ექვსი წლის მოდელი გოგონა , რომელიც მოკლეს JonBenét Ramsey. სიმღერა მიიღო ძირითადად დადებითი შეფასება კრიტიკოსების მხრიდან. სიმღერა მოხვდა რამდენიმე ქვეყნის ჩარტებში მათ შორისაა დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები. სიმღერამ ასევე მიაღზია ავტრალიის ტოპ 30 სიმღერის ჩარტში ოცდამეოთხე ადგილზე და მოხვდა ათეულში სლოვაკეთის, უნგრეთის და ჩეხეთის ჩარტებში. გაგა ამ სიმღერით ხსნიდა ხოლმე თავის მეორე მსოფლიო ტურს The Monster Ball Tour (2009-2011). სიმღერა გაგამ ასევე შეასრულა 2010 წლის BRIT Awards-ზე, რომლის შესრულებაც გაგამ თავის დიზაინერი მეგობრის ალექსანდრ მაკქუინის ხსოვნას მიუძღვა, რომელმაც რამდენიმე დღით ადრე მოიკლა თავბი. სიმღერა წარდგენილი იყო 2011 წლის გრემის დაჯილდოებაზე საუკეთესო საცეკვაო სიმღერის ნომინაციაში, მაგრამ გაიმარჯვა მომღერალმა რიანამ სიმღერით "Only Girl (In the World)".
სიმღერების სია
- "Dance in the Dark" – 4:49
ჩარტი
ჩარტი (2009–11)
|
პოზიცია
|
ავსტრალიის სინგლების ჩარტი
|
24
|
ბელგიის სინგლების ჩარტი (Flanders)
|
33
|
ბელგიის სინგლების ჩარტი (Wallonia)
|
48
|
კანადის ცხელი ასეული
|
88
|
ჩეხეთის სინგლების ჩარტი
|
10
|
საფრანგეთის ციფრული სიმღერების ჩარტი
|
30
|
უნგრეთის სინგლების ჩარტი
|
9
|
პოლონეთის სახეკვაო კლუბური მუსიკელბის ჩარტი
|
38
|
სლოვაკეთის სინგლების ჩარტი
|
6
|
ბრიტანეთის სინგლების ჩარტი
|
89
|
აშშ, Bubbling Under Hot 100 Singles
|
22
|
აშშ, საცეკვაო/ელექტრონული სიმღერების ჩარტი
|
9
|
გამოშვების ისტორია და რადიო დამატება
რეგიონი
|
თარიღი
|
ფორმატი
|
ბელგია
|
9 ნოემბერი, 2009
|
ციფრული ჩამოტვირთვა
|
ავსტრალია
|
26 ივლისი, 2010
|
თანამედროვე ჰიტ რადიო
|
საფრანგეთი
|
25 აგვისტო, 2010
|
საშუალო ეთერი
|
სქოლიო
რესურსები ინტერნეტში