Ericsson

Ericsson
ტიპი საჯარო კომპანია
დარგი სატელეკომუნიკაციო და ქსელური მოწყობილობები
დამაარსებელი ლარს მაგნუს ერიქსონი
სათავო ოფისი სტოკჰოლმი, შვედეთი
შემოსავალი 210.8 მილიარდი შვედური კრონი (2018)
საწარმოო შემოსავალი 1.2 მილიარდი შვედური კრონი (2018)
სუფთა მოგება 6.3 მილიარდი შვედური კრონი (2018)
თანამშრომელი 95,359 (2018)
საიტი ericsson.com

Telefonaktiebolaget L. M. Ericsson, საქმიანობას ახორციელებს Ericsson-ის სახელწოდების ქვეშ — შვედური მავალეროვნული კომპანია, სატელეკომუნიკაციო და ქსელური მოწყობილობების უმსხვილესი მწარმოებელი. შტაბ-ბინა განთავსებულია სტოკჰოლმში.

დაარსებულია 1876 წელს ლარს მაგნუს ერიქსონის მიერ როგორც სატელეგრაფო სააგენტოს შემკეთებელი სახელოსნო.

საქმიანობა

კომპანიის ძირითად ბიზნესს უსადენო კავშირის მოწყობილობების წარმოება წარმოადგენს. კომპანიას 180 ქვეყანაში აქვს კავშირის ქსელები აგებული. ადრე Ericsson მობილურ ტელეფონებსაც უშვებდა, თუმცა, მოგვიანებით უსადენო კავშირის ქსელების დამზადებაზე მოახდინა კონცენტრირება, მობილურების წარმოება კი 2001 წელს იაპონურ კომპანია სონისთან ერთად შექმნილ ერთობლივ საწარმოს — Sony Ericsson Mobile Communications-ს გადააბარა.
პერსონალის საერთო რაოდენობა 95,359 ათასი ადამიანია. 2018 წლის მონაცემებით კომპანიის შემოსავალი 210.8 მილიარდ შვედურ კრონს შეადგენდა.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. 1.0 1.1 1.2 Fourth quarter and full-year report 2018. ციტირების თარიღი: 2019-02-23.
  2. 2.0 2.1 Company facts. Ericsson AB. ციტირების თარიღი: 2018-07-29.
  3. Start. Ericsson History. ციტირების თარიღი: 2016-11-11.
  4. About us. Ericsson AB. ციტირების თარიღი: 5 ნოემბერი, 2016.