ტიპი | შპს |
---|---|
დაფუძნდა | 2010 |
სათავო ოფისი | თბილისი,საქართველო |
მმართველი |
ლევან კილაძე (გენერალური დირექტორი) გიორგი ოთიაშვილი (პროდუქტების განვითარების დირექტორი) |
თანამშრომელი | 30 |
საიტი | www.lemondo.com |
Lemondo — ერთ-ერთი პირველი ქართული მობილური თამაშების და აპლიკაციების დეველოპერი და გამომცემელი კომპანია, რომლის სათავო ოფისი არის თბილისში, საქართველოში.
Lemondo-ს გენერალური დირექტორი არის ლევან კილაძე, ხოლო დამფუძნებლები არიან თავად ლევანი და გიორგი ოთიაშვილი, პროდუქტების განვითარების დირექტორი. კომპანიაში ამჟამად მუშაობს 30 კაციანი გუნდი.
Lemondo მომხმარებლისთვის ცნობილია მრავალი წარმატებული პროდუქტით: Pixel Hunter, Kite Surfer, Rage Wars, Basketball Arcade Machine, Beer Shooter, Icon Skins, Flashlight და ა.შ. Lemondo ყოველწლიურად იზრდება, აუმჯობესებს არსებულ და განაგრძობს ახალი პროდუქტებზე მუშაობას.
ლევან კილაძემ და გიორგი ოთიაშვილმა 2010 წელს გადაწვიტეს დაეარსებინათ მობილური თამაშების და აპლიკაციების დეველოპერი კომპანია. კომპანია გახდა Apple-ის, Google-ისა და Windows-ის კონტრაქტორი და ამით მოიპოვა უფლება ზემოაღნიშნული კომპანიების აპლიკაციების მაღაზიებში განეთავსებინა თავისი პროდუქტი.
2012 წელს Lemondo-ს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსგან მიენიჭა „ვირტუალური ზონის პირის სტატუსი“.
2013 წელს Lemondo-მ გამოყო 2 ბიზნეს მიმართულება:
2013 წელს Lemondo გახდა AmCham Georgia-ს კორპორატიული წევრი.
2013 წელს Lemondo გახდა Erasmus Centre for Entrepreneurship-ის ორგანიზებით ჩატარებული მსოფლიო სტარტაპების კონკურს Get In The Ring-ის ფინალისტი საქართველოდან.
2014 წლის ივლისში, Lemondo გახდა პირველი ქართული კომპანია, რომლის თამაში „Pixel Hunter“ გახდა ხელმისაწვდომი „Steam“-ის მომხმარებლებისთვის.
2014 წლის სექტემბერში Lemondo იყო მსოფლიოში პირველი კომპანია, რომელმაც iOS 8 საოპერაციო სისტემისთვის ქართული კლავიატურის აპლიკაცია შექმნა.
2015 წლის მაისში Lemondo-მ და საქართველოს უნივერსიტეტი-მა, პირველი მობილური აპლიკაციების ტრენინგ-ცენტრი დააარსეს.
2015 წლის ნოემბერში Lemondo-ს თამაში Pixel Hunter გახდა პირველი ქართული თამაში რომელიც განთავსდა PlayStation Store-ზე.